top of page

მცირე და საშუალო საწარმოები

2023

მცირე და საშუალო საწარმოების რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების რეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2022

პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში

დოკუმენტი წარმოადგენს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილისა და ექსპორტის მხარდაჭერის აქტივობების შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილი ინდიკატორების საფუძველზე გაანალიზებულია სააგენტოს აქტივობების ფინანსური და ეკონომიკური შედეგები.

2022

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის ანგარიში

მოცემულ ანგარიშში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფასებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას. აუდიტის ანგარიშში ასევე შეფასებულია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულება. დოკუმენტში დაფარულია 2014-2021 წლები.

2022

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა - მეექვსე ანგარიში

აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს ექვსი სექტორის (მსუბუქი მრეწველობა, კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმი, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, მყარი ნარჩენების მართვა, გამჭოლი სექტორები) ეკონომიკური დინამიკის კვარტალურ ანგარიშს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალ დონეზე. კვლევითი ანგარიში აერთიანებს პრიორიტეტულ სექტორებში მოღვაწე სუბიექტების, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების, რაოდენობრივი და თვისობრივი გამოკვლევისას გამოკვეთილი ტენდენციების ანალიზს.

2022

ბიზნესის განვითარებისა და გაციფრულების ხელშეწყობა საქართველოში

ანგარიშში შეჯამებულია OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის (ECP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, რომელიც OECD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის საინიციატივო კომიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებით და კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

2021

გამოწვევები და პერსპექტივები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი ქალთა ბიზნესებისთვის, COVID-19-ისა და პოსტ COVID-19-ის პერიოდში

დოკუმენტში შეფასებულია კორონავირუსის გავლენა, გამოწვევები და პერსპექტივები ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის საქართველოში და შემუშავებულია რეკომენდაციები სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსით გამოწვეული ზიანი მცირე და საშუალო მეწარმე ქალებზე. ამ ანალიზისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდი.

2021

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025

დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და იგი სფეროს განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. წინამდებარე სტრატეგიამდე სექტორის განვითარების ხედვა წარმოდგენილი იყო „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020“-ის საშუალებით. აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანები და აქტივობები წარმატებით სრულდებოდა, თუმცა, მათ სრულფასოვნად განხორციელებას ხელი შეუშალა COVID-19-ის გლობალურმა გავრცელებამ. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წარმოადგენს სფეროს განვითარების სტრატეგიულ ხედვას 2025 წლამდე, პანდემიური რეალობის გათვალისწინებით.

2021

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონის კვლევა 2021

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონის კვლევა OECD/INFE-ს მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით 14 ქვეყანაში, მათ შორის საქართველში ჩატარდა იმ მიზნით, რომ გამოკვეთილიყო ქართველი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონე COVID-19-ის პირობებში ბიზნესებისთვის წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17 ქულიან შკალაზე 10.3 ქულა შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.

2020

საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ზეგავლენის შეფასება

ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში 2016 წელს განხორციელებული მიკრო და მცირე საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ეფექტები.

2020

საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების წვდომა მწვანე ფინანსებზე

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოში მწვანე სესხების მსს-ებზე გაცემის გამოცდილების მიმოხილვას. ანალიზის შედეგად იდენტიფიცირდა მსს-ზე მწვანე სესხების გაცემასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები. ანალიზში განხილულია ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლო გზები.

2020

აწარმოე საქართველოში - წლიური ანგარიში 2020

წინამდებარე ანგარიში აჯამებს სააგენტოს „აწარმოე საქართველო“ 2020 წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, როგორებიც არის: მეწარმეობის ხელშეწყობის, ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებები, ასევე COVID-19-ის გავრცელებით გაჩენილი ეკონომიკური გამოწვევების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

2020

ქართული კომპანიები COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე

ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველომ (PwC საქართველო) ინვესტორთა საბჭოსთან ერთად შეიმუშავა კითხვარი, რომელიც ემსახურება COVID-19-ის საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესზე ზეგავლენის მოკვლევას და შესწავლას. კვლევის მიზანია ჯეროვნად შეაფასოს იმ ზეგავლენის მასშტაბი, რომელსაც კომპანიები აწყდებიან პანდემიის დროს და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი დადგებიან პანდემიის შემდეგ.

2020

საწარმოთა COVID-19-ის შემდგომი გამოკითხვა

დოკუმენტი აჯამებს მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის შემდგომ ჩატარებული ბიზნესების გამოკითხვის შედეგებს საქართველოსთვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს იმ ბიზნესების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოიკითხნენ მსოფლიო ბანკის საწარმოთა სტანდარტულ 2020 წლის გამოკითხვაში, რომელიც პანდემიამდე ჩატარდა. COVID-19-ის შემდგომ იგივე ბიზნესები ორჯერ, 2020 წლის ივნისსა და ოქტომბერ-ნოემბერში გამოიკითხნენ.

2020

მსს პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

მსს პოლიტიკის ინდექსი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შეიქმნა და ზომავს აღმოშავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მსს პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ხარისხს და მსს პოლიტიკის შესაბამისობას ევროკავშირისა და საერთაშორისო დონის საუკეთესო პრაქტიკებთან. მსს პოლიტიკის ინდექსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე დასაკვირვებლად რეპუტაციული ინსტრუმენტია. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია მსს პოლიტიკის ინდექსის 2020 წლის შედეგები საქართველოსთვის.

2019

დაფინანსება საქართველოში - მცირე და საშუალო საწარმოები და კერძო სექტორი

ანგარიში აფასებს საქართველოს მაკრო-ფინანსურ მდგომარეობას. იგი იკვლევს ქვეყანაში კერძო სექტორის, კერძოდ კი, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების, დაფინანსების ეკოსისტემას. ანგარიში წარმოაჩენს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ ბარიერებს და საჭიროებებს, რომლებიც მათ ექმნებათ ფინანსებზე წვდომის კუთხით. ანგარიში ასევე აფასებს საქართველოში არსებულ, ფინანსებზე წვდომის წამახალისებელ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ გარემოს.

2018

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების შეფასება

დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების ეფექტიანობის შეფასება, პროგრამის ბენეფიციარების მიერ პროექტში ჩართვის შემდეგ მიღწეული შედეგებისა და პროექტის პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური ეფექტის გამოვლენა როგორც პროგრამის ბენეფიციარებზე, ისე ცალკეულ ინდუსტრიებსა და მთლიანად ეკონომიკაზე.

bottom of page