საგადასახადო დავები
2021
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმა
აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021-2024 სტრატეგიაზე. დოკუმენტი განსაზღვრავს სტრატეგიაში დასახული მიზნებისა და შესაბამისი ამოცანების განსახორციელებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს 2022 წელს. კერძოდ, სამოქმედო გეგმაში გაწერილია აქტივობები (პროექტები), მათი ვადები, პასუხისმგებელი და ჩართული უწყებები, ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები, შეფასების ინდიკატორები და ასოცირებული რისკები. სამოქმედო გეგმა ასევე განსაზღვრავს აქტივობათა შედარებით პრიორიტეტულობას.
2021
საგადასახდო სისტემის შეფასების ანგარიში - საქართველო
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო სისტემის შეფასების ანგარიშს, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 29 სექტემბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში, „საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ (TADAT-ის) გამოყენებით. აღნიშნული ინსტრუმენტი შედგება ცხრა სფეროსგან და 32 მიმართულების გამსხვილებული კრიტერიუმისაგან, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ აღნიშნულ სფეროში საგადასახადო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ეს ანგარიში ეყრდნობა წინა შეფასების ანგარიშს, რომელიც 2016 წელს განხორციელდა. 2016 წლის შეფასების შედეგებთან შედარებით საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, გადასახადების ადმინისტრირების ძირითად სფეროებში. შეფასების შედეგად განისაზღვრა საქართველოს საგადასახადოს სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები.
2021
სტრატეგია 2021-2024
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ხედვას 2021-2024 წლებისთვის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით. სტრატეგია არის შემოსავლების სამსახურის მისიის და ხედვის განსახორციელებლად მოცემულ პერიოდში დასახული მიზნების და შესაბამისი ამოცანების ერთობლიობა. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს სამ სტრატეგიულ მიზანს: 1) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული კანონშესაბამისობის ამაღლება; 2) ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და მდგრადობა; 3) საერთაშორისო თანამშრომლობა. დოკუმენტის ბოლოს განსაზღვრულია სტრატეგიის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები.
2020
სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის - საგადასახადო დავების გადაწყვეტის რეფორმა
ანგარიში მიმოიხილავს საგადასახადო დავების გადაწყვეტის სისტემის წარმატებული რეფორმირებისთვის საჭირო პირობებს. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია ძირითადი დაინტერესებული მხარეები და განსაზღვრულია მათი გავლენა, ინტერესი, მნიშვნელობა და ურთიერთდამოკიდებულება რეფორმის პროცესში. რეფორმის საბოლოო მიზანია ეფექტური და სამართლიანი საგადასახადო დავების სისტემის შექმნა, რომელიც დაიმსახურებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესების ნდობას.
2016
საგადასახადო დავების ანალიზი
ამ დოკუმენტის მიზანია საგადასახადო დავების პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება. მკვლევარების ამოცანა იყო შეეფასებინათ ერთსა და იმავე საკითხზე საგადასახადო დავის განმხილველი სხვადასხვა ორგანოების გადაწყვეტილების თანმიმდევრულობა. ამასთან, შეფასდა, იძლეოდა თუ არა დავის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და შემდგომში ნორმატიულ აქტში ან სიტუაციურ სახელმძღვანელოში კრისტალიზაციის საშუალებას ნორმატიული ბაზის განჭვრეტადობისა და თანმიმდევრული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
2016
ბიზნესის განწყობა საგადასახადო სისტემის მიმართ საქართველოში
მოცემული კვლევის მიზანი იყო ქართული ბიზნესების დამოკიდებულებებისა და აღქმების შესწავლა ქვეყნის საგადასახადო სისტემის მიმართ. კვლევაში დაფარულია შემდეგი საკითხები: საქართველოს შემოსავლების სამსახურის მუშაობის შეფასება, მათი მომსახურებების გამოყენების დონე, საგადასახადო მეთვალყურეობის პრაქტიკები და შემოსავლების სამსახურისა და ბიზნესების თანამშრომლობის სხვა ძირითადი ასპექტების ანალიზი.
2011
საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შეფასება
დოკუმენტის თანახმად, 2011 წელს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიუხედავად, ანგარიშის შედგენის დროისათვის სისტემაში კვლავ აღინიშნებოდა პრობლემები შემდეგი მიმართულებებით: 1) იძულებითი შეგროვების პროცედურები და პრაქტიკები; ბ) არა გადამხდელთა კონტროლის პროცედურები; 3) საგადასახადო დეკლარაციის დამუშავების პროცედურები; დ) გასაჩივრების პროცედურები. ანგარიში მიზნად ისახავს განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის განსავითარებლად და მის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან თანხვედრაში მოსაყვანად.