top of page

კაპიტალის ბაზარი

2023

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2022

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის ყოველთვიური ანგარიშები

მოცემულ ბმულზე იხილავთ საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების ყოველთვიურ ანგარიშებს

2022

საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია

დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში კაპიტალის ბაზრის სტრატეგიულ ხედვას და იგი სფეროს კოორდინირებული განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. კონკურენტული და გამჭირვალე ბაზრის შექმნის ხელშესაწყობად დოკუმენტი განსაზღვრავს ახალი საზედამხედველო, მარეგურილებელი და საკანონმდებლო აქტების თანმიმდევრულად შემოღების ჩარჩოს. კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველი სტრატეგია, რომელსაც არ გააჩნდა კონკრეტული განხორციელების წლები, შემუშავდა 2016 წელს. სტრატეგიის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორებიცაა: დერივატივების ბაზრისა და სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის განვითარება, სახელმწიფო ვალის მართვის გაუმჯობესება, მთავრობის ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა, სავალდებულო საპენსიო რეფორმისას და საინვესტიციო ფონდების ახალი საკანომდებლო ჩარჩოს შემუშავება. მიუხედავად ამისა, ახალი სტრატეგიის ავტორთა მიხედვით, „კორპორატიული ბონდების ბაზრის, სადაზღვევო ბაზრის ჩართულობის და საფონდო ბაზრის განვითარების მიმართულებით დარჩა აქტივობები, რომელთა განხორციელება და გადაწყვეტა ახალი 2022-2028 წლის სტრატეგიით არის გათვალისწინებული“.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის წინამდებარე სტრატეგიის მიზნები და ხედვები თანხვედრაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სამართლებლივ აქტებთან, რომლებთან დაახლოება საქართველოს მხარისათვის სავალდებულოა შეთანხმების დანართი XV-A-ის გათვალისწინებით.

2021

საუბარი კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე

სალომე სხირტლაძე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, თამთა ივანიშვილი, იურიდიული ფირმა „ბიელსი“-ის პარტნიორი, ფინანსური სამართლის ექსპერტი და ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, საუბრობენ საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე.

2021

უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები: მთავარი მახასიათებლები და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

დოკუმენტის პირველი ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ბაზრების ანალიზს და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების მთავარი მახასიათებლების გაცნობას. ხოლო მეორე ნაწილში მიმოხილულია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარების შესაძლებლობები.

2020

კაპიტალის ბაზრის განვითარება მცირე ზომის ეკონომიკებში: საერთაშორისო გამოცდილება

დოკუმენტის პირველი ნაწილი ეთმობა განვითარებული ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მიმოხილვას. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია განვითარებადი და მცირე ზომის ქვეყნებში კორპორაციული ობლიგაციების ბაზრისა და საჯარო აქციების ბაზრის ანალიზის ძირითადი მიგნებები. შედეგად, ავტორი წარმოგვიდგენს დასკვნებს მცირე ზომის ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის.

2020

საქართველოს კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა. კანონი განმარტავს და არეგულირებს საინვესტიციო ფონდების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდის დაარსება, აქტივების მმართველი კომპანია, სპეციალიზებული დეპოზიტარი, გამოსყიდვის პროცესი, საინვესტიციო ფონდების შერწყმა და სხვა.

2020

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის - საინვესტიციო ფონდების კანონი

ანგარიში განიხილავს საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის წარმატებული იმპლემენტაციისათვის საჭირო პირობებს. ის ასევე აანალიზებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და განსაზღვრავს მათ გავლენას, ინტერესს, მოტივაციასა და მნიშვნელობას კანონის იმპლემენტაციაში. ანგარიშში გამომწვევი მიზეზების ანალიზის საშუალებით ჩამოყალიბებულია პირობები და იდენტიფიცირებულია ძირითადი შემზღუდველი ფაქტორები საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის წარმატებული აღსრულებისთვის. ანგარიში ასევე გამოყოფს და ხსნის მოქმედების კონკრეტულ შესაძლებლობებს რამდენიმე საკითხთან მიმართებით, როგორებიცაა საბაზრო და რეგულატორული უნარების გაძლიერება; აქტივების სეკურიტიზაციის რეგულაციის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს შემოსავლის მომტან აქტივებს გარდაიქმნან გადაცვლად ფასიან ქაღალდებად.

2016

კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია

დოკუმენტი წარმოადგენს კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფის ერთიან ხედვას, თუ რა პრინციპებზე უნდა აეგოს, რა მიმართულებით და რა თანმიმდევრულობით განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, რა არის საჭირო მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში დასახული მიზნების მისაღწევად. ასევე რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარემ. სტრატეგიის მიზანია საქართველოში კაპიტალის ლიკვიდური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციას, გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, ეკონომიკის დედოლარიზაციას, საფინანსო სექტორის შოკების მიმართ მდგრადობის ზრდას.

2015

საქართველოს კაპიტალის ბაზარი - დიაგნოსტიკური კვლევა და რეკომენდაციები

მოცემული კვლევა მოიცავს სამ ასპექტს. პირველი, ის აღწერს ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრების მდგომაორეობას, ახლო ისტორიული კონტექსტით. მეორე, ის აფასებს რამდენად აღწევს ქართული კაპიტალის ბაზარი წარმატებული კაპიტალის ბაზრების მახასიათებლებს. მესამე, გასცემს რეკომენდაციებს მიგნებული პრობლემების გადასაჭრელად, რათა ეს ბაზარი გახდეს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისათვის და გაიზარდოს წვდომა პოტენციური ემიტენტებისთვის.

2015

საქართველოს კაპიტალის ბაზრების დიაგნოსტიკური კვლევა

კვლევის მიზანია, შეაფასოს საკანონმდებლო და რეგულატორული ჩარჩო, რომელშიც ფუნქციონირებს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. საკანონმდებლო შეფასებების შედეგად ჩამოყალიბებულია დასკვნები, და პოლიტიკის, საკანონმდებლო და რეგულატორული დონის რეკომენდაციები.

bottom of page