2015
მოცემული კვლევა მოიცავს სამ ასპექტს. პირველი, ის აღწერს ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრების მდგომარეობას, ახლო ისტორიული კონტექსტით. მეორე, ის აფასებს რამდენად აღწევს ქართული კაპიტალის ბაზარი წარმატებული კაპიტალის ბაზრების მახასიათებლებს. მესამე, გასცემს რეკომენდაციებს მიგნებული პრობლემების გადასაჭრელად, რათა ეს ბაზარი გახდეს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისათვის და გაიზარდოს წვდომა პოტენციური ემიტენტებისთვის.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ჯანსაღი კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირებისათვის; მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი ფუნქციები, ახალი ორგანიზაციების შექმნის აუცილებლობა არ არსებობს;
კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამოსაცოცხლებლად უნდა გამოსწორდეს 2007 წელს დაშვებული რამდენიმე შეცდომა პოლიტიკის მიმართულებით;
საგადასახადო კოდექსის გარკვეული ასპექტები უნდა ადაპტირდეს, რათა შეიქმნას „თანაბარი სათამაშო მოედანი“ სახაზინო ფასიან ქაღალდებს, ბანკის დეპოზიტებს და კორპორაციულ ფასიან ქაღალდებს, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტებს შორის;
საჭიროა საკანონმდებლო და რეგულატორული სისტემის გადახედვა, რათა შეიქმნას მეტად მხარდამჭერი გარემო, რომელსაც დავუახლოვებთ ევროკავშირის მიდგომებს;
საჭიროა ორიენტაცია სისტემისთვის სანდო კონტენტის (გამოცემული ფასიანი ქაღალდები) შექმნაზე; უნდა გაუმჯობესდეს ემიტენტების გამჭვირვალობა და მოთხოვნები გახდეს უფრო პროპორციული;
საქართველოს საფონდო ბირჟამ, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, გადადგან ნაბიჯები ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მის საზღვართაშორის სისტემებთან დასაკავშირების მიზნით.
დოკუმენტში განსაზღვრულია ამ მიზნების მისაღწევად გაცემული 43 კონკრეტული რეკომენდაცია, პასუხისმგებელი ორგანოები და განსაზღვრული ვადები.
დოკუმენტის გადმოწერა:
