top of page

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ 10 წლიანი განვითარების გეგმის მიხედვით, უწყება  ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის, ბიზნესებზე მორგებული საგადასახადო ადმინისტრირების სისტემისა და რეფორმირებული საგადასახადო დავების გადაწყვეტის სისტემის დანერგვას გეგმავს. საგადასახადო დავების გადაწყვეტის პროცესი საქართველოში ხანგრძლივი და ნაკლებად მოქნილია. ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში დაწყებულია საგადასახადო დავების გადაწყვეტის რეფორმირების პროცესი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა“ და „შემოსავლების სამსახურის“ მიერ. რეფორმა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში ის ამკვიდრებს განახლებულ, ჰოლისტურ გადასახადების გზამკვლევ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციები, რაც საგადასახადო დავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში იგეგმება საგადასახადო დავების გადაწყვეტის კონცეპტის შემუშავება. კონცეპტზე დაფუძნებით „ფინანსთა სამინისტროში“ არსებული დავების განმხილველი საბჭოს რეფორმირება უნდა განხორციელდეს, რათა გაიზარდოს საბჭოს წევრების დამოუკიდებელობა, ასევე დავების გადაწვეტის პროცესის ხარისხი და სანდოობა.

საგადასახადო-დავების-გადაწყვეტის-რეფორმა.png
bottom of page