სახელმწიფო საწარმოები

2021
საქართველო: ტექნიკური დახმარების ანგარიში - სახელმწიფო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტი
აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ანგარიშია, რომელშიც გაწერილია სტრატეგია საქართველოს სახელმწიფო საწარმოების სამომავლო რეფორმირებისთვის. დოკუმენტი მიმოიხილავს სახელმწიფო საწარმოების ირგვლივ არსებულ კონტექსტს, რის შემდეგაც იგი ხუთშრიან გეგმას წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის.

2021
საქართველო: ქვეყნის დიაგნოსტიკა
ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად, მიმოიხილავს სახელმწიფო საწარმოების სექტორში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. დოკუმენტის თანახმად, მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვენლოვანი როლი აქვს სახელმწიფო საწარმოების მართვის ჩარჩოს განვითარებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

2021
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის პრაქტი კების შესახებ ანგარიში
აღნიშნულ ანგარიშში მიმოხილულია სახელმწიფო საწარმოების მარეგულირებელი ჩარჩო და ფლობის მოდელი, განხილულია არსებული კანონმდებლობის უარყოფითი მხარეები. დოკუმენტი განიხილავს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს და დებულებებს, სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის კოდექსსა და მათი კორპორაციული მართვის პრაქტიკის კვლევას საქართველოში არსებული ძირითადი სახელმწიფო საწარმოებისთვის. ასევე დეტალურადაა გაანალიზებული სს „საქართველოს სახემლწიფო ელექტროსისტემის“ მიერ კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვის წარმატებული მაგალითი.

2021
სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები
დოკუმენტი მიმოიხილავს კომერციულ მიზნებთან შეუსაბამო დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკის გავლენებს სახელმწიფო საწარმოების შედეგებზე. რეპორტის თანახმად, მიუხედავად მნიშვენლოვანი ფინანსური პრობლემებისა, სახელმწიფო საწარმოები თანამშრომელთა რიცხოვნობისა და მათი ხელფასების ზრდის ტენდენციით გამოირჩევიან.

2021
ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი
აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია სახელმწიფო საწარმოები ძირითადი ინდიკატორების მიხედვით, გაანალიზებულია მათი ფინანსური შედეგები, იდენტიფიცირებულია ძირითადი კვაზი-ფისკალური აქტივობები და მათი გავლენა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე. ასევე, შეფასებულია კოვიდ-19 ის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის გავლენა სახელმწიფო საწარმოებზე. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის პრაქტიკების შესახებ ანალიზსაც და ახორციელებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის ძირითადი საფუძვლების დეტალურ შემაჯამებელ მიმოხილვას. ფისკალური რისკების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად საწარმოების ზარალის შემცირებისა, ზარალის მასშტაბი კვლავ მნიშვენლოვანია და აუცილებელია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განხორციელება.

2020
საქართველო: ტექნიკური დახმარების ანგარიში - ს ახელმწიფო სექტორის საბალანსო უწყისი და სახელმწიფო საწარმოები
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საბალანსო უწყისი შედარებით კარგ მდგომარეობაშია. აქტივების მოცულობა აჭარბებს ვალდებულებებს, თუმცა ნაკლებშემოსავლიანია. სახელმწიფო საწარმოების ზომა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება დამატებით რისკებს ქმნის ამ სექტორისთვის. სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის პროცესმა გამოავლინა სახელმწიფო საწარმოების ძირითადი სისუსტეები, მათ შორის მათი საგრძნობი დამოკიდებულება სახელმწიფო ფინანსებზე. მიუხედავად იმისა, რომ 6 დიდ სახელმწიფო კომპანიას საკმარისი შემოსავლები აქვს, ეს არ არის საკმარისი კაპიტალური დანახარჯების დასაფარად. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია რეკომენდაციები სახელმწიფო საწარმოთა მართვის და ფინანსური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

2020
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ანგარიში
აღნიშნული ანგარიში შეეხება ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის სხვადასხვა განზომილებას, მათ შორის: სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, აუქციონები, უძრავ-მოძრავი ქონების მართვა-განკარგვა და სააგენტოს წვლილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესის მიმდინარეობას.