top of page

დაინტერესებული მხარეების ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 2021 წლის 1 აპრილს საქართველოში გადახდისუუნარობის ახალი კანონი - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ - ამოქმედდა. ახალი კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში ქართული რეალობისთვის ინოვაციურ მიდგომას ნერგავს და ფირმის გაკოტრების ნაცვლად მისი რეორგანიზაციის წახალისებას ცდილობს, რისთვისაც მრავალგვარ ინსტრუმენტს სთავაზობს ბიზნესებს. საკნონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განსაზღვრული შედეგების მისაღწევად რამდენიმე ძირითადი აქტივობა განხორციელების პროცესშია. მათ შორისაა რეფორმაზე მორგებული ციფრული ინფრატრუქტურის შემუშავება; გადახდისუუნარობის პრაქტიკოსების, რეფორმით განსაზღვრული ახალი პროფესიის წარმომადგენლების, ეთიკის კოდექსისა და რეფორმის მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) მიერ.

0202.png

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page