რეგულირების ზეგავლენის შეფასება

„შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისთვის რეგულირების გავლენის შეფასებას. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: “(1) შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები (შრომის კოდექსი: მუხლი 14); (2) შრომის პირობები და ნორმები (შრომის კოდექსი: მუხლი 24-36, 41-44 / თავი V. სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო; თავი VI. შვებულება; თავი VIII. შრომის ანაზღაურება); (3) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება (შრომის კოდექსი: მუხლი 24-ის ნაწილი 11); (4) სტაჟირება (შრომის კოდექსი: მუხლი 18); (5) სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობაზე / შრომის ინსპექციის სამსახური და სანქციები შრომის ნორმების დარღვევის შემთხვევაში (შრომის კოდექსი: მუხლი 75-77)”. ამ მიმართულებით განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შესაფასებლად ჩატარდა როგორც ინტერვიუები, ასევე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია.
2022

გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია
აღნიშნული სახელმძღვანელო მოიცავს გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის მიმოხილვას. ეს მეთოდოლოგია ნათელს ჰფენს იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს GIA-ს და პრაქტიკაში მისი გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. მეთოდოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკის შემქმნელების გასაძლიერებლად საჭირო ორიენტირი. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გენდერული ზემოქმედების შეფასებას საკანონმდებლო ინიციატივებზე, პროგრამებსა და აქტივობებზე, რათა აღნიშნული მეთოდოლოგიის განხორციელებამდე უზრუნველყოფილი იყოს მისი პოტენციური ზეგავლენის საფუძვლიანი ანალიზი გენდერულ ჭრილში. ის მკითხველს აწვდის საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებს იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკასთან, აქტივობებთან, პროგრამებთან, პროექტებთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული გენდერული სენსიტიურობა.
2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 189-ე კონვენციის ოჯახში დასაქმებულების შესახებ რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებული ზომების ზოგად მიზანს ოჯახში დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა უნდა წარმოადგენდეს. კვლევის პროცესში, კვლევითმა გუნდმა პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა განიხილა. აღნიშნული ალტერნატივებიდან, კვლევის თანახმად ყველაზე ხელსაყრელია მარეგულირებელ ზომებზე ეტაპობრივ გადასვლა, ვინაიდან საზოგადოება უფრო მომზადებულია ამგვარი ვარიანტისთვის.
2021

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება
აბსტრაქტი: აღნიშნული კვლევა ამოწმებს, რამდენად სარგებლიანი, პრაქტიკული და განხორციელებადია საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს მორგებული თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი. ასევე, დოკუმენტში ჩატარებულია თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტის, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალების, გენდერული ზეგავლენის შეფასება. კვლევისას გაანალიზებულია 2 ძირითადი სცენარი და შედარებულია სტატუს-კვოს: ყველაზე მაღალი ხარჯების სცენარი და ყველაზე დაბალი ხარჯების სცენარი. კვლევის თანახმად, გენდერული გავლენის შეფასებაში წარმოდგენილი თანაბარი ანაზღაურების ინსტრიმენტი არის ის საშუალება, რომელიც საფუძვლად დაედება საქართველოში თანაბარი ანაზღაურების სისტემის დანერგვას.
2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) C183 კონვენციის დედობის დაცვის შესახებ რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, მთავრობის ჩარევის ძირითადი მიზანი შეიძლება იყოს დედობის/მშობლის შვებულების ანაზღაურების თანაბარი წვდომის ხელშეწყობის უზრუნველყოფა როგორ საჯარო, ისე არასაჯარო მოხელეებისთვის; დედის (მშობლის) და ბავშვის სარჩენად შვებულების საკმარისი ანაზღაურების უზრუნველყოფა, სულ მცირე, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში.
2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება C156 - კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად - პერსპექტივების შესასწავლად და პოლიტიკის დიალოგის ორგანიზებისთვის - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით. დოკუმენტის პირველ ნაწილში განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობისა და შრომის საერთაშორისო კონვენციის შედარებითი ანალიზი, გამოვლენილია პოტენციური პოლიტიკის ქმედებები, რომლებიც საჭიროა კონვენციის რატიფიცირებისთვის. დოკუმენტის მეორე ნაწილი წარმოადგენს RIA-ს პოტენციურ ვარიანტებს მოქნილ სამუშაო მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
2021

“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი
აბსტრაქტი: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასებას. შეფასების ფარგლებში, ყურადღება გამახვილებულია შვიდ ძირითად მიმართულებაზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში არსებითი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. ანალიზის შედეგად დოკუმენტში გამოვლენილია სხვადასხვა მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
2020

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) გენდერული ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, პროგრამის მიზნები ძალიან ზოგადია და არ გააჩნია სპეციალურად განსაზღვრული გენდერული მიზნები. ასევე, პროგრამა შეიძლება განხილული იქნას როგორც „გენდერულად ბრმა“, რადგან ის ხშირად უგულებელყოფს ქალისა და კაცის განსხვავებულ როლებს, შესაძლებლობებს, არსებულ უთანასწორობას, ძირითად საჭიროებებსა და კონტექსტს.
2020

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის (2018 წლის 10 ნოემბრის რედაქცია) რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის ამოცანა იყო გამოეკვლია კანონპროექტის ძალაში შესვლით (ალტერნატივა 1) გამოწვეული შესაძლო გავლენა და მოსალოდნელი შედეგები (საბაზისო სცენართან მიმართებაში) მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის და მასობრივ სპორტში ჩართულობის ზრდაზე.
2019
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება
დოკუმენტი წარმოადგენს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის 2018 წლის ივლისი-ნოემბრისათვის ხელმისაწვდომი ვერსიის რეგულირების გავლენის შეფასებას. შეფასების მიზანია: გამოვლინდეს კანონპროექტით რეგულირებადი პრობლემური საკითხები და მათი ხასიათი; დადგინდეს ამ პრობლემური საკითხების მოგვარების ალტერნატიული ვარიანტები; შეფასდეს ალტერნატიული ვარიანტების გავლენა ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და გარემოზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); შედარდეს ალტერნატიული ვარიანტები ეფექტურობის, ეფექტიანობის, ასევე, ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით; შეთავაზებული მიდგომების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დადგინდეს მონიტორინგისა და შეფასების სქემა.
2019

ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)
დოკუმენტი წარმოადგენს ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების გავლენის შეფასებას. შეფასებაში გაანალიზებულია პოლიტიკის სამი ალტერნატიული ვარიანტის საბაზისო სცენერთან შედარება. ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია საუკეთესო ალტერნატივა.
2019

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გავლენის შეფასების შეჯამება
დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების გავლენის შეფასების მოკლე მიმოხილვას. შეფასება შეეხება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ კანონის პროექტს , რომელიც შემუშავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ და რომლის პარლამენტისთვის წარდგენაც იგეგმებოდა 2019 წლის თებერვალში. ანგარიშის მიზანს ძირითადად წარმოადგენს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე კანონის ზეგავლენის შეფასება.
2019

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი ძალაში 2021 წლის აპრილიდან შევიდა. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში გაანალიზებულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. „არავითარი პოლიტიკის ცვლილება“, რომლის ფარგლებშიც შეფასების პერიოდში არსებული კანონი არ შეიცვლებოდა. 2. „წარდგენილი პოლიტიკური ჩარევა“, პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. ანალიზის თანახმად, თუ ყველა კრიტერიუმს ერთნაირ წონას მივანიჭებთ, მე-2 ვარიანტი უპირატესი არჩევანი უნდა იყოს.
2019

„სოციალური ჭრის“ რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას საქართველოში „სოციალური ჭრის პოლიტიკის“ შესახებ. საბაზისო სცენართან მიმართებით, რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში წარმოდეგნილია ოთხი ალტერნატივა. დოკუმენტის თანახმად, ოთხივე მათგანი უპირატესია საბაზისო სცენართან მიმართებით, თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა „ალტერნატივა 2*“ და „ალტერნატივა 2“.
2018

საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია “მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონი არ იცვლება. 2. პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტის ყველა ძირითადი დებულება გათვალისწინებულია. 3. მე-3 ვარიანტი არის მე-2 ვარიანტის სახეცვლილება, რომელშიც ყველა იმპერატიული დებულება, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით არ არის სავალდებულო, ამოღებულია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა ვარიანტს აქვს გარკვეული უპირატესობა. სხვადასხვა კრიტერიუმისთვის მინიჭებული წონის გათვალისწინებით, რეიტინგი შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ ვარიანტის სასარგებლოდ.
2018

ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევამ გამოავლინა საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რამდენიმე მიზეზი, მათ შორის: სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. აუცილებელია მთავრობის ჩარევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. კვლევაში განხილულია პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბიომრავალფეროვნების დეცენტრალიზებული მართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ არის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც აკმაყოფილებს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და ეფექტიანობის კრიტერიუმებს.
2018
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება
ანგარიშის მიზანია დახმარების გაწევა იმ ფინანსური ხარჯების შეფასების პროცესში, რომელიც მოსალოდნელია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში. ანგარიში შეეხება მხოლოდ გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია კანონის მოთხოვნების შესრულებასთან და აქცენტს აკეთებს მომდევნო საბიუჯეტო ციკლზე. ანალიზი ჩატარდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან კითხვარების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
2018

რეგულირების გავლენის შეფასება დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე
დოკუმენტი წარმოადგენს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილია ოთხი ალტერნატიული სცენარი, რომლებიც გაანალიზებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად და ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია უპირატესი ალტერნატივა.
2018

შრომის კანონმდებლობის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისთვის შრომის კანონმდებლობის რეფორმისთვის შეთავაზებული ცვლილებების გენდერულ ანალიზს. ანგარიშის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებულ მოცემულობასთან. ამ მიზნით, ანგარიში ახდენს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევების შეფასებას, რაც გულისხმობს გენდერული უთანასწორობის გამოვლენას როგორც ეროვნულ ნორმატიულ სისტემაში, ასევე პრაქტიკაში. გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს შეუძლია შრომით ურთიერთობებში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება.
2017

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამეტში 2017 წლის 22 ივნისს ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასებას. გენდერული გავლენის შეფასების მიზანია ნარკოვითარების არსებული რეალობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებული მოცემულობისთვის. გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ წარმოდგენილ რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება.
2017

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
საქართველოს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დღის წესრიგში დადგა არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება. 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა ინიცირებით შემოთავაზებულ იქნა ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომლის მიზანი არსებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება და მისი ლიბერალიზაცია იყო. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შემოთავაზებული რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, მასში განხილულია სამი შესაძლო ალტერნატივა. რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ სრულყოფილად განხორციელებული შეთავაზებული რეფორმა დადებით შედეგებს მოუტანდა საზოგადოებას.
2017
საქართველოში ესტონური კორპორატიული მოგების დაბეგვრის (CIT) მოდელის განხორციელების მარეგულირებელი ზეგავლენის შეფასება
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოში კორპორაციების გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის გაუქმების პოტენციური ეკონომიკური შედეგები. ამ მიზნით შემუშავებულია ეკონომიკური ზრდის საერთო წონასწორობის ნეოკლასიკური მოდელი. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის რეფორმის განხორციელებას პოზიტიური მაკროეკონომიკური ეფექტები ექნება.
2016

რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოს კანონის პროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
დოკუმენტი შეეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასებას. ანგარიშში მიმოხილულია კანონის პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ასევე დეტალურად არის შეფასებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები, ასევე საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა. ანგარიშში ანალიზი გაკეთდა იმ დებულებებზე, რომელიც გარკვეულწილად სიახლეა ქართული კანონმდებლობისთვის.
2016

ირიგაციის/დრენაჟის ტარიფის მეთოდოლოგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ირიგაციის/დრენაჟის ტარიფის მეთოდოლოგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, სატარიფო მეთოდოლოგიები აუცილებელია, კონცენტრირებული იყოს ხარჯების ამოღებასა და წყლის მოთხოვნის მართვაზე წყლის რესურსების ეფექტური განაწილებისთვის. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისთვის კვლევამ შეადარა ერთმანეთს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა. სამივე ვარიანტის შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თითოეულ ალტერნატივას აქვს თავისი ბენეფიტები და უარყოფითი მხარეები, ვინაიდან რეფორმის პირობებში გასათვალსიწინებელია მრავალი კრიტერიუმი.
2016

საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის ზემოქმედების შეფასება
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის ზემოქმედების შეფასებას. კოდექსი შედგება ორი ნაწილისაგან - სივრცითი და ურბანული დაგეგმარების ნაწილი და სამშენებლო ნაწილი. მისი მიზანი იყო გაეუმჯობესებინა მშენებლობის უსაფრთხოება და ხელი შეეწყო მდგრადი განვითარებისთვის. დოკუმენტში შეფასებულია კოდექსის პროექტის პოტენციური ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
2016

საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევაში გაანალიზებულია ის სირთულეები, რომლის წინაშეც სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზარი დგას. ასევე, მასში შედარებულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა. შედეგის თანახმად, მეორე ვარიანტი (სახელმწიფო ქმნის ეროვნულ სოფლის მეურნეობის რისკების მართვის სააგენტოს - კერძო-საჯარო პარტნიორობას, სადაც დაზღვევის სქემის მართვა განაწილებული იქნება სახელმწიფო და საჯარო აქტორებს შორის) უპირატესია არსებულ ვარიანტთან შედარებით.
2015
სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, ბაზარზე არსებული ასიმეტრიული ინფორმაცია იწვევს არაეფექტური წონასწორობის ჩამოყალიბებას. კვლევა ადარებს პოლიტიკის 3 ალტერნატივას, რომლის თანახმადაც, სერტიფიცირების პროცესის გამართვა პროფესიონალთა ასოციაციისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ უზრუნველყოფს რისკების მინიმიზაციასა და რეფორმის ბენეფიტების მაქსიმიზაციას.
2014

მაღალმთიან რეგიონებში ენერგეტიკის განვითარების ხელმისაწვდომობის შემუშავების რეგულირების გავლენის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს მაღალმთიან რეგიონებში ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის შემუშავების რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, ენერგიისა და წყლის მიწოდების შესახებ კანონი არ სრულდება სრულყოფილად, რეგიონებში ეს ფაქტი იწვევს რესურსების არაეფექტურ ხარჯვას. კვლევა პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს. ორივე ალტერნატივა ტოლფასია გამომდინარე მათი შედეგებიდან და დამოკიდებულია გზაზე, რომელსაც სახელმწიფო აირჩევს შინამეურნეობების დასახმარებლად.