top of page

„ასოცირების შეთანხმების“ თანახმად ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან უნდა დაახლოვდეს. ჰარმონიზების მოთხოვნა წყლის რესურსების მართვის სისტემაზეც ვრცელდება. ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ წყლის ეროვნული კანონმდებლობა დააახლოვოს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან, რომელიც ევროკავშირში წყლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი დაცვის პირობებს ადგენს. „ასოცირების შეთანხმების“ ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოში შეიქმნა წყლის რესურსების მართვის კანონპროექტი, რომელმაც მიმდინარე კანონი უნდა ჩაანაცვლოს. კანონმდებლობის ჰარმონიზების შედეგად  დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით წყლის მართვის სააუზო პრინციპის დანერგვა, რამაც წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენების პრაქტიკა და წყლის დაბინძურების ხარისხი უნდა შეამციროს.

0707.png

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page