top of page

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას გეგმავს. რეფორმირების პროცესი „ფინანსთა სამინისტროს“, ასევე „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ 10 წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია. „ფინანსთა სამინისტროს“ მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ითვალისწინებს: 1. სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვას; 2. მათ კომერციალიზაციას; 3. საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას; 4. მთავრობისთვის კონკრეტული სამოქმედო წესების განსაზღვრას სახელმწიფო საწარმოების მართვისა და დაარსებისთვის; 5. საჯარო და გამჭვირვალე კორპორაციული მიზნების დოკუმენტის შემუშავებას სახელმწიფო საწარმოებისთვის.
bottom of page