top of page

საქართველოში საჯარო შესყიდვების სისტემა რეფორმირების ფუნდამენტურ და ხანგრძლივ გზას გადის. რეფორმის პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპი 2010 წელს დასრულდა, როცა ელექტრონული შესყიდვების სისტემა დაინერგა, რამაც ტენდერების პროცესში კორუფციის რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სისტემის მეტი სიჯანსაღის მისაღწევად დამატებითი ცვლილებებია საჭირო. ქართული სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესება „ასოცირების შეთანხმების“ ერთ-ერთი მოთხოვნაა. ქართული საჯარო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებამ უნდა გაზარდოს საჯარო ფინანსების მენეჯმენტი, გააუმჯობესოს ტენდერის შემსრულებელთა შერჩევის პროცესი, გაზარდოს კონკურენცია და აამაღლოს ქართული ბიზნესების პოტენციალი. საჯარო შესყიდვების 2017-2022 წლების განვითარების გეგმის მიხედვით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ტექნიკური ცვლილების განხორციელება.

0505.png

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page