top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასების რეფორმა ერთ-ერთია იმ შერჩეული რეფორმებიდან, რომელთა დანერგვა საქართველოში დაწყებულია. 2020 წლის იანვარში, „რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დამტკიცების შემდეგ, საქართველოში RIA-ს ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა. აღნიშნულმა დადგენილებამ რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულო გახადა გარკვეულ შემთხვევებში, როცა დადგენილებით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხები. რეგულირების ზეგავლენის შეფასება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს, მაგალითად: რა რეგულირდება? რატომ არის რეგულირება მნიშვნელოვანი? რეგულირების რა ალტერნატივები არსებობს და როგორ მიემართება შემოთავაზებული ცვლილება აღნიშნულ ალტერნატივებს? რეგულირების ზეგავლენის ინსტიტუციონალიზების შედეგად საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესს უნდა შეეწყოს ხელი.

0404.png

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page