მედიატორის პლატფორმა შექმნილია ქართველი ჟურნალისტებისთვის და იგი ეკონომიკური რეფორმების გაშუქებაში მედიის შესაძლებლობების განვითარებას უჭერს მხარს. პროექტის მიზანია, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, შექმნას ეკონომიკური რეფორმების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ ბიბლიოთეკა და წაახალისოს მედიის როლისა და ჩართულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და გაშუქების პროცესში. პროექტს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს „ინტერნიუს საქართველოსთან“ ერთად.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელზეც მუდმივად განახლდება მონაცემები, ანალიტიკური მასალა და ახალი ამბები შერჩეულ ეკონომიკურ რეფორმებზე. გარდა ამისა, მედიატორის მონაწილე ჟურნალისტები პროექტის ფარგლებში გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს ეკონომიკური სიახლეების გაშუქებაში, ახალ მედიასა და მონაცემთა ჟურნალისტიკაში.