გადახდისუუნარობა
2021
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით
აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით. სახელმძღვანელოში განხილულია საქმის წარმოების მიზნები და პრინციპები, საქმის დაწყების საფუძვლები და ტექნიკური დეტალები, გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შეფასება. ასევე, სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაანალიზებული კრედიტორთა რაობა, დაკმაყოფილების საფუძვლები და მათი აღრიცხვის ტექნიკური დეტალები. დამატებით, სახელმძღვანელო განმარტავს და მიმოიხილავს რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლებს ახალი კანონის მიხედვით. ბოლოს, ასევე დეტალურადაა განმარტებული რეგულირებული შეთანხმების ცნება, მისი განხორციელება და პასუხისმგებელი პირების ჩართულობის პრინციპები.
2021
გადახდისუუნარობის რეფორმა: საჯარო-კერძო დიალოგი რეფორმეტრის ფარგლებში
პროექტ “რეფორმეტრის” ფარგლებში ორგანიზებული საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში შეფასდა გადახდისუუნარობის რეფორმის პროგრესი. დიალოგის ფორმატში რეფორმის დამნერგავმა სტრუქტურებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა გაცვალეს მოსაზრება რეფორმის წარმატებით განხორციელების წინაპირობებთან მიმართებით.
2020
კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კანონს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ. იგი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც აღწერს ახალ სამართლებრივ ჩარჩოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის, პროცესში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობებს, პროცესის ძირითად მიზნებსა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის, როგორც დარგის კანონით განსაზღვრული ახალი პროფესიონალის, ძირითად ფუნქციებს. კანონში დეტალურადაა გაწერილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ძირითადი პრინციპები, მიმდინარეობა და ტექნიკური დეტალები.
2020
სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის: გადახდისუუნარობის რეფორმა
დოკუმენტის მიხედვით, სისტემური ანალიზი მიმოიხილავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია გადახდისუუნარობის სისტემის წარმატებული რეფორმირებისთვის საქართველოში. იგი აანალიზებს რეფორმის დაინტერესებულ მხარეებს, ასევე მათ გავლენებსა და მნიშვენლობას რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში. შეფასება განხორციელებულია 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მიხედვით, რომელიც 2021 წლის აპრილიდან შევიდა ძალაში. დოკუმენტი წარმოადგენს რეკომენდაციებს და იმ ძირითად მიგნებებს, რომელთაც რეფორმის წარმატებით განხორციელებას უნდა შეუწყონ ხელი.
2019
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება
აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი ძალაში 2021 წლის აპრილიდან შევიდა. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში გაანალიზებულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. „არავითარი პოლიტიკის ცვლილება“, რომლის ფარგლებშიც შეფასების პერიოდში არსებული კანონი არ შეიცვლებოდა. 2. „წარდგენილი პოლიტიკური ჩარევა“, პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. ანალიზის თანახმად, თუ ყველა კრიტერიუმს ერთნაირ წონას მივანიჭებთ, მე-2 ვარიანტი უპირატესი არჩევანი უნდა იყოს.
2015
საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის შეფასება
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს 2007 წელს მიღებული „გადახდიისუნარობის შესახებ“ კანონის შეფასებას. დოკუმენტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმეების წარმოების ძველ კანონში მნიშვენლოვანი ხარვეზები იყო, რომლებიც ხელს უშლიდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის ეფექტურ და დროულ წარმართვას. ამის ერთ-ერთი შედეგი იყო გადახდისუუნარობის კანონის გამოყენების დაბალი მაჩვენებელი. დოკუმენტი წარმოადგენს რამდენიმე რეკომენდაციას მთავარ მიგნებებთან ერთად, რომელთა გათვალისწინებამაც გააუმჯობესა გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო, მისი აპლიკაცია და საფუძვლად დაედო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ახალ მარეგულირებელ კანონს საქართველოში.