top of page

საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის შეფასება

რობერტ გორლი

2015

გადახდისუუნარობის ძველი კანონი, რომელიც 2007 წელს მიიღეს, მნიშვენლოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. პირველ რიგში, იგი იშვიათად გამოიყენებოდა კომპანიის ფინანსური პრობლემების აღმოსაფხვრელად. მასში დებიტორებისა და კრედიტორების საჭიროებები ნაკლებად იყო გათვალისწინებული და იგი ნაკლებად უზრუნველყოფდა რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.


აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია ინტერვიუების სერიაზე დაინტერესებულ მხარეებთან და სფეროს პროფესიონალებთან. დოკუმენტი ასევე ეფუძნება სფეროს შესახებ რელევანტური ლიტერატურის მიმოხილვას და საკითხზე გამართულ რამდენიმე საჯარო-კერძო დიალოგს. დოკუმენტის თანახმად, სხვა გამოწვევებთან ერთად, ძველი კანონის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი იყო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მოვალეობების ცხადად განუსაზღვრელობა, რაც დებიტორის აქტივების ღირებულების მაქსიმიზაციას ხელს უშლიდა. მათი კომპეტენცია, გამოცდილება და ანგარიშვალდებულება ხშირად ეჭვის ქვეშ შეიძლებოდა დამდგარიყო. ეს ყველაფერი ართულდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას და კრედიტორთა ინტერესების სრულ დაკმაყოფილებას.


კანონმდებლობის კიდევ ერთი პრობლემა იყო კრედიტორთა პრიორეტიზაციის გაუგებარი პრინციპები. კრედიტორთა დაჯგუფება და პრიორიტეტის მიუნიჭებლობა მიმართვის რიგითობის მიუხედავად მნიშვენლოვნად ართულებდა პროცესს, ქმნიდა რა უსამართლობის, გაურკვევლობის შეგრძნებას კრედიტორებისთვის.


დოკუმენტის თანახმად, აუცილებელი იყო გადახდისუუნარობის ახალი კანონის მიღება ეფექტური საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შექმნისთვის. ახალმა კანონმა უნდა შეძლოს რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესება, კრედიტორთა ინტერესების დაცვა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვეობის ფუნქციების ცვლილება.


დოკუმენტის გადმოწერა:

pa00kjjb
.pdf
Download PDF • 2.00MB

bottom of page