top of page

ელექტრონული კომერცია

ელექტრონული კომერციის რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ ელექტრონული კომერციის რეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2023

საჯარო-კერძო დიალოგი ელექტრონული კომერციის რეფორმის შესახებ

დოკუმენტი წარმოადგენს ელექტრონული კომერციის რეფორმის შესახებ გამართული პირველი საჯარო-კერძო დიალოგის შეჯამებას. ანგარიში აერთიანებს რეფორმის მიმოხილვას, დაინტერესებულ მხარეთა მიერ დიალოგის ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებს და რეფორმის მონიტორინგის ინდიკატორებს.

2022

საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც 2022 წლის 29 მარტიდან მოქმედებს. მისი ძირითადი მიზანია მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა. ელექტრონული კომერციის რეფორმასთან მიმართებაში კანონი გამყიდველს აკისრებს ვალდებულებას მომხმარებელს საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს პროდუქტებზე. ის, ასევე, ითვალისწინებს მოთხოვნებს დისტანციური ხელშეკრულებებისთვის და განსაზღვრავს რა შემთხვევაში უნდა იყოს მიჩნეული ხელშეკრულების პირობები არაკეთილსინდისიერად. ახალი კანონით განისაზღვრება წესები და პირობები ამგვარი ხელშეკრულებების შესაწყვეტად და დაწესებულია გარანტიის პირობები შეუსაბამო ხარისხის მქონე პროდუქტისთვის.

2022

საუბარი ელექტრონული კომერციის რეფორმაზე

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ეკატერინე ყუბუსიძე და საქართველოს ელ-კომერციის ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო ფრუიძე საუბრობენ ელ-კომერციის ახალი კანონპროექტისა და რეფორმის მნიშვნელობაზე.

2022

ელექტრონული კომერციის რეფორმა: საჯარო-კერძო დიალოგი რეფორმეტრის ფარგლებში

პროექტ “რეფორმეტრის” ფარგლებში ორგანიზებული საჯარო-კერძო დიალოგის საშუალებით ელექტრონული კომერციის რეფორმა წარადგინეს. დიალოგის ფორმატში რეფორმის დამნერგავმა სტრუქტურებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა გაცვალეს მოსაზრება რეფორმის წარმატებით განხორციელების წინაპირობებთან მიმართებით.

2022

პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ ვაჭრობის სფეროში

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გაიზარდა ციფრული ეკონომიკა და ონლაინ ვაჭრობა, შესაბამისად, გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის პროცესში მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკები. მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიზანია სავაჭრო ორგანიზაციებს მიეწოდოთ საბაზისო ინფორმაცია, როგორ დაამუშაონ პერსონალური მონაცემები ონლაინ ვაჭრობისას კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით. დოკუმენტში ასევე მოცემულია რეკომენდაციები მომხმარებლებისთვის ონლაინ ვაჭრობისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.

2022

სისტემური მიდგომით პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი - ელექტრონული კომერციის რეფორმა

ელექტრონული კომერცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ყალიბდება საერთაშორისო ვაჭრობაში, ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია კოვიდ-19 პანდემიის ფონზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ელექტრონული კომერციის სფეროს მიმდინარე გამოწვევებს, შესაძლებლობებს და ელექტრონული კომერციის რეფორმისთვის სექტორულ კვლევაზე დაფუძნებით გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება საქართველოს კანონპროექტზე - "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ"

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანად რეალიზებისთვის საჭირო გახდა სამომხმარებლო სფეროში დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის შემუშავება და მიღება. ასეთი აქტის მიღების აუცილებლობა განპირობებული იყო, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოვება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, სამომხმარებლო სფეროში. გადაწყდა საქართველოს კანონპროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ შერჩეულ საკითხებზე RIA-ს ჩატარება, რომელსაც წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს.

2019

საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ 2012 წლიდან მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტია. მისი მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამისთვის კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის, საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს. ევრორეგულაციებთან დაახლოებისა და ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ მომზადდა ცვლილებები კანონში შესატანად. აღნიშნული ცვლილებები დაფარავს ორ ძირითად საკითხს: 1. უცხოურ ბაზრებზე ბიზნესის წვდომის ხელშეწყობა ევროკავშირის ფარგლებში საერთაშორისო საგადასახადო პროცესების ეფექტურობის, სიმარტივისა და უსაფრთხოების გაზრდის გზით. 2. საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის განვითარება დავების გადაწყვეტის არსებული სასამართლო სისტემის ჩასანაცვლებლად.

2012

კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს. კანონით განსაზღვრულია პერსონალური მონაცემების ცნება, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი არეალი, მონაცემთა სუბიექტის უფლებები; ასევე კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემთხვევები. მოცემული კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

2011

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ 1999 წლიდან მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტია. კანონი არეგულირებს საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ელექტრონულ კომერციასთან მიმართებაში კანონი აერთიანებს ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მექანიზმებს, რომლითაც საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ, იმოქმედონ ვებ-გვერდზე არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ. თუმცა, ეს მექანიზმები დიდ დროს მოითხოვს და ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია უკანონო საქმიანობის აღკვეთის პროცესში. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის, მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. პროექტი მიზნად ისახავს ეფექტური მექანიზმების დანერგვას, რომელიც საავტორო უფლებების მფლობელს საშუალებას მისცემს შეატყობინოს შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არალეგალური კონტენტის შესახებ, თუ ისინი შეძლებენ საკუთრების უფლების დამტკიცებას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე

1999
bottom of page