top of page

პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ ვაჭრობის სფეროში

შპს იუაი – ტატო ჩანტლაძე, ელენე სულხანიშვილი, გიორგი ცინცქილაძე, გვანცა ჯიშიაშვილი

2022

დოკუმენტის მიხედვით, ონლაინ ვაჭრობისას პერსონალურ მონაცემთა დასაცავად ოთხ ძირითად გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება:



1. არსებობს თუ არა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი (მაგალითად, მომხმარებლის თანხმობა).

2. შეესაბამება თუ არა ონლაინ ვაჭრობისას მოთხოვნილი, შენახული, გამოყენებული, გაგზავნილი პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს (მაგალითად: ვადა, მიზანი).

3. უზრუნველყოფილია თუ არა პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება ანუ ის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც მომხმარებლებს პერსონალური მონაცემების შემთხვევითი და უკანონო გამჟღავნებისგან იცავს.

4. რეალიზებული და ხელმისაწვდომია თუ არა მომხმარებლებისთვის თავიანთი უფლებები (მაგალითად: შესწორების, განახლების, შეცვლის, ინფორმირების და სხვა უფლებები).



ონლაინ ვაჭრობის პროცესში სავაჭრო ორგანიზაციების მიერ ძირითადად შემდეგი ტიპის მონაცემები მუშავდება: საიდენტიფიკაციო მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო მონაცემები, ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ვაჭრობისას ზოგიერთ პერსონალურ მონაცემზე მოქმედებს დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, მაგალითად, მონაცემებზე მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ონლაინ ვაჭრობისას მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული თუ რა ქმედებები ხორციელდება მისი პერსონალური მონაცემების მიმართ

პროცესში აუცილებელია პერსონალური მონაცემების შენახვის კონკრეტული ვადების განსაზღვრა, ასევე დაუშვებელია ონლაინ ვაჭრობისთვის მომხმარებლის ისეთი პერსონალური მონაცემის მოთხოვნა, რომელიც მისი იდენტიფიკაციისათვის ან მომსახურების გასაწევად საჭირო არ არის, მაგალითად, რელიგიური შეხედულება.


დოკუმენტის გადმოწერა:

personaluri-monatsemebis-dacva-onlain-vachrobis-processhi
.pdf
Download PDF • 6.16MB


bottom of page