top of page

სისტემური მიდგომით პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი - ელექტრონული კომერციის რეფორმა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2021

ელექტრონული კომერცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ყალიბდება საერთაშორისო ვაჭრობაში, ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია კოვიდ-19 პანდემიის ფონზე. ეს ტენდენციები აჩენს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მიმწოდებლებისა და საცალო მოვაჭრეებისთვის, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე. ამჟამად საქართველოში ელექტრონული კომერციის სამართლებრივი ასპექტები რეგულირდება რამდენიმე განსხვავებული კანონით, რაც ართულებს საქართველოსთვის ამ სწრაფად მზარდი სექტორის გამოწვევებთან გამკლავებას. დოკუმენტი ხაზს უსვამს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის აუცილებლობას, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეგულირება და უზრუნველყოფილი იყოს ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვა. დოკუმენტის ფარგლებში განისაზღვრა ელექტრონული კომერციის სექტორის მთავარი გამოწვევები, სექტორის დაინტერესებული მხარეები და პრიორიტეტული აქტივობები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული კომერციის კანონის მიღებას.


ბმული

bottom of page