top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება საქართველოს კანონპროექტზე - "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ"

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით

2019

რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment, RIA) გადაწყვეტილების მიმღებთა დამხმარე ანალიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დადგინდეს ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ალტერნატიული გზები (ვარიანტები), შეფასდეს და შედარდეს მათი დადებითი და უარყოფითი შედეგები. დღეს ეს კარგად განვითარებული მართვის ინსტრუმენტი გამოიყენება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organization for Economic Co-operation and Development, OECD) წევრ ყველა ქვეყანაში და სულ უფრო მეტ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. საქართველოში ეს ინსტრუმენტი უკვე თითქმის ათი წელია გამოიყენება.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანად რეალიზებისთვის საჭირო გახდა სამომხმარებლო სფეროში დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის შემუშავება და მიღება. ასეთი აქტის მიღების აუცილებლობა განპირობებული იყო ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-ამდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, სამომხმარებლო სფეროში.


გადაწყდა საქართველოს კანონპროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ შერჩეულ საკითხებზე RIA-ს ჩატარება. კომიტეტის მიზანია, RIA-ს ჩატარებით:


  • გამოვლინდეს კანონპროექტით რეგულირებადი პრობლემური საკითხები და მათი ხასიათი;

  • დადგინდეს ამ პრობლემური საკითხების მოგვარების ალტერნატიული ვარიანტები;

  • შეფასდეს ალტერნატიული ვარიანტების გავლენა ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და გარემოზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები);

  • შედარდეს ალტერნატიული ვარიანტები ეფექტურობის, ეფექტიანობის, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals, SDGs) მიღწევაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით;

  • შეთავაზებული მიდგომების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დადგინდეს მონიტორინგისა და შეფასების სქემა.


დოკუმენტის გადმოწერა:

giz2020_GEO_RIA_CRP_LAw
.pdf
Download PDF • 3.88MB


bottom of page