top of page

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის: გადახდისუუნარობის რეფორმა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2020

გადახდისუუნარობის რეფორმის მთავარი მიზანია, აღმოფხვრას ბარიერები მეწარმეებისთვის და გაზარდოს რეაბილიტაციის პროცესის წარმატებით დამთავრების ალბათობა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, კანონის მიზანია, ფინანსური სირთულეების მქონე კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის პროცესის ფარგლებში დაუბრუნდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.


აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია გადახდისუუნარობის წარმატებული რეფორმირებისთვის საქართველოში. რეფორმაში წამყვანი როლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება, თუმცა რეფორმის მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც კერძო სექტორია. დოკუმენტი წარმოადგენს რამდენიმე კრიტიკულ მიგნებას გადახდისუუნარობის რეფორმასთან დაკავშირებით.


სისტემური ანალიზის თანახმად, გადახდისუუნარობის რეფორმის მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო, შემოსავლების სამსახური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები და ის ფირმები, რომლებიც მნიშვენლოვნად დაზარალდნენ კოვიდ-19-ის თანმდევი კრიზისის შედეგად.


რეფორმის წარმატებული იმპლემენტაციისთვის დოკუმენტი რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს. მათ შორის, მნიშვნელოვანია კომპეტენტური გადახდისუუნარობის პრაქტიკოსების არსებობა და გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს სათანადოდ აღსრულება, აუცილებელია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ზედამხედველობის მექანიზმის არსებობაც. სამთავრობო უწყებებს ადეკვატური მექანიზმები უნდა გააჩნდეთ კერძო კომპანიების სამთავრობო ვალის სამართავად. სასამართლო სისტემის მხრიდან კი მნიშვენლოვანია, მოსამართლეებს ჰქონდეთ კომპეტენცია, მართონ კომპლექსური გადახდისუუნარობის საქმეები.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page