საქართველოს პარლამენტი
2020
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კანონს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ. იგი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც აღწერს ახალ სამართლებრივ ჩარჩოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის, პროცესში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობებს, პროცესის ძირითად მიზნებსა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის, როგორც დარგის კანონით განსაზღვრული ახალი პროფესიონალის, ძირითად ფუნქციებს. კანონში დეტალურადაა გაწერილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ძირითადი პრინციპები, მიმდინარეობა და ტექნიკური დეტალები.
ახალი კანონის ძირითადი მიზანი არის ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც წახალისებული იქნება რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ ამავე დროს დაკმაყოფილდება კრედიტორთა ყველა სამართლიანი ინტერესი. ასევე, კანონი ფირმებს აძლევს სტიმულს, დროულად იზრუნონ ფინანსური კრიზისის თავიდან ასარიდებლად და მარტივად შეძლონ რეაბილიტაციის პროცესის განხორციელება. კანონის ფარგლებში გაზრდილია სასამართლოს როლიც, რამაც უნდა გაზრდოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ეფექტიანობა.