ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
2021
აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა 352 სახელმწიფო საწარმოს მონაცემებს.
დოკუმენტის თანახმად, საწარმოების მართვის არსებული პოლიტიკა ნეგატიურად აისახება საწარმოების ფინანსურ შედეგებზე. მაგალითად, როგორც ანგარიშში აღნიშნულია, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოებში თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით, ხოლო სახელმწიფო საწარმოებში მომუშავეთა უმეტესი ნაწილი 10 ყველაზე დიდ საწარმოშია დასაქმებული. სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2019 წელს 428 მლნ ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით აღემატებოდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები ვითარდება კომპანიათა საკმაოდ არასახარბიელო ფინანსური დინამიკის ფონზე (მოგების მნიშვენლოვნად შემცირება ან ზარალი). გარდა ამისა, გაიცემა დიდი მოცულობის ბონუსები სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებზე. მნიშვნელოვნად გაზრდილია მენეჯმენტის ანაზღაურებაც, რომელთა დეკლარაციებში არ არის ცალსახად ასახული მათი სრული ქონებრივი მდგომარეობა.
დოკუმენტის დასკვნაში ვკითხულობთ: "სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მიუხედავად კომპანიის ფინანსური შედეგებისა, გამოირჩევიან მაღალი შრომის ანაზღაურებით. ამასთან, IDFI მიიჩნევს რომ, ფინანსურ ანგარიშებში ასახული შრომის ანაზღაურების ჯამური მონაცემები და ხელმძღვანელი პირების დეკლარირებულ შემოსავლები, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მასშტაბებს და მის უარყოფით გავლენას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, სახელმწიფო კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა, მნიშვნელოვნად ზრდის არარაციონალურ საკადრო და სახელფასო პოლიტიკის რისკებს."
დოკუმენტის გადმოწერა: