top of page

საქართველო: ტექნიკური დახმარების ანგარიში - სახელმწიფო სექტორის საბალანსო უწყისი და სახელმწიფო საწარმოები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

2020

აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს სახელმწიფო სექტორის საბალანსო უწყისებისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ მდგომარეობას, ძირითად პრობლემებსა და მათ გადასაჭრელ რეკომენდაციებს. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სექტორის აქტივების მოცულობა (მშპ-ს 149%) მნიშვენლოვნად აჭარბებს ვალდებულებებს (მშპ-ს 81%). ამ მაჩვენებლით საქართველო მე-3 ადგილზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით. თუმცა, ერონული ვალუტის გაუფასურებიდან მომავალი რისკი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოებისთვის. სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციისთვის ჩატარდა მათი სექტორიზაციის სამუშაო, რომელმაც გამოავლინა, რომ მათი დიდი ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო დაფინანსებაზე და სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე მართვის პროცესში.


რისკების ანალიზის პროცესში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რისკების ანალიზის დოკუმენტი მნიშვენლოვან როლს ასრულებს, განიხილავს რა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოების მდგომარეობას და აიდენტიფიცირებს და აფასებს რისკებს ორი ძირითადი სცენარის შემუშავებით: საწყისი და რისკის შემცველი სცენარები. სიღრმისეული ანალიზის თანახმად, 6 დიდ სახელმწიფო კომპანიას საკმარისი შემოსავლები აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კაპიტალური დანახარჯების დასაფარად. მხოლოდ 1 სახელმწიფო ფირმას აქვს საკმარისი შემოსავლები, რომ დაფაროს კაპიტალური ხარჯები. სხვა კომპანიები განიცდიან ზარალს. ჯამში სექტორი სახელმწიფო ბუიჯეტიდან იღებს მშპ-ს 6%-ის ტოლფას დაფინანსებას, თუმცა არ შეაქვს ბიუჯეტში დივიდენდები.


დოკუმენტი რამდენიმე რეკომდენაციას გასცემს განხილული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მათ შორის, სახელმწიფო კომპანიების სექტორიზაციის პროცესისთვის მნიშვენლოვანია მისი ყოველ 3 წელში გამეორება და საჭიროა ერთიანი სამართლებირივი და ინსტიტუციური ჩარჩოს შემოღება. ასევე, აუცილებელია სახელმწიფო საწარმოების მართვის კანონის მიღება და საწარმოებისთვის ფინანსური მოთხოვნების დადგენა. მაკროეკონომიკური დაშვებების საფუძველზე უნდა შეფასდეს და პროგნოზირდეს სექტორის განვითარების მომავალი კონტურები.


ბმული

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page