top of page

კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია

კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფი

2016

დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყნის კაპიტალის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და იდენტიფიცირებულია განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა მოძველებული ინფრასტრუქტურა, ბაზრის მონაწილეთა არასაკმარისი ცოდნა/გამოცდილება, არასაკმარისი ლიკვიდობა, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და სხვა. ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია ბაზრის განსავითარებლად გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები ხუთი ძირითადი მიმართულებით: (1) ჰარმონიზაცია ევრო დირექტივებთან, (2) მარეგულირებელი გარემო, (3) სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, (4) ინფრასტრუქტურა, (5) განათლება.


ამას გარდა, წარმოდგენილია განვითარების გეგმა ბაზრის ცალკეული სეგმენტებისთვის: ფულადი ბაზარი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი, სააქციო კაპიტალის ბაზარი, დერივატივების ბაზარი. მიმოხილულია კაპიტალის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებული რეფორმები: სადაზღვევო ბაზრის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, კორპორაციული მართვის გაუმჯობესება, საინვესტიციო ფონდების განვითარება, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. დოკუმენტს ბოლოს თან ერთვის სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმა (გაწერილი 2016 და 2017 წლებისთვის), ისევე, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების ინდიკატორები და სამიზნე მაჩვენებლები მოკლე (2018) და საშუალოვადიანი (2025) პერიოდებისათვის.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page