top of page

საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2022

დოკუმენტის მიხედვით, ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ „კაპიტალის ბაზრის მიმართულებით ძირითად პრობლემას ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის მოთხოვნის და ამავე ინვესტიციისთვის კაპიტალის მობილიზების შეზღუდული დონე წარმოადგენს. პრობლემის შესაბამისად, რეალისტურობისა და პრაქტიკულობის კრიტერიუმების გათვალისწინებით,  პრიორიტეტი მიენიჭა ორ მიზანს - (i) კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და (ii) კაპიტალის სტიმულირებასა და მობილიზებას ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისათვის. ს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.“ რაც შეეხება დღევანდელი კაპიტალის ბაზრის შეზღუდულ განვითარებას, ძირითადად გამოიკვეთა ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიცაა: არასაკმარისი მოთხოვნა კაპიტალზე და, ამასთანავე, ამავე კაპიტალის არასაკმარისი მიწოდება.


2022-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ხედვა მიიღწევა დოკუმენტში არსებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებით, ფინანსური ინოვაციებისა და კაპიტალის ეფქტურად განაწილების გზით საქართველოს მოიაზრებს მაღალგანვითარებულ რეგიონულ ცენტრად, რომელსაც ექნება დინამიური, ლიკვიდური, ღია და კონკურენტული ბაზრები, სანდო სამართლებლივი და მმართველობითი ჩარჩო და შესაბამისი პირობები, რათა ჩაერთოს სასაზღვრო ბაზრის ინდექსებში და მოიპოვოს განვითარებადი ბაზრის სტატუსი, რომელიც აღიარებული იქნება MSCI-ისა ან FTSE-ის სააგენტოების კლასიფიკაციის მიხედვით.

სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის), კერძო სექტორის წარმომადგენლების (მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟის), აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page