top of page

კაპიტალის ბაზრის განვითარება მცირე ზომის ეკონომიკებში: საერთაშორისო გამოცდილება

საქართველოს ეროვნული ბანკი

2020

დოკუმენტის პირველი ნაწილი ეთმობა განვითარებული ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მიმოხილვას. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია განვითარებადი და მცირე ზომის ქვეყნებში კორპორაციული ობლიგაციების ბაზრისა და საჯარო აქციების ბაზრის ანალიზის ძირითადი მიგნებები. შედეგად, ავტორი წარმოგვიდგენს დასკვნებს მცირე ზომის ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის.


განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის ბაზრების ანალიზის საფუძველზე დოკუმენტის ბოლოს განსაზღვრულია კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში:

  • მუდმივად დაბალმა გლობალურმა საპროცენტო განაკვეთებმა განვითარებადი და მცირე ზომის ქვეყნებისთვის მაღალრისკიან დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა გააჩინა. გამომდინარე იქიდან რომ, ბაზრის მცირე ზომა მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება, კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიები ფოკუსირებული უნდა იყოს ცალკეულ ინსტრუმენტებზე/საშუალებებზე, რათა მოხდეს ამ გამოწვევის გადალახვა.

  • საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მხარდაჭერამ, შესაძლოა, მაღალრისკიანი კაპიტალის დეფიციტის პრობლემა გადაჭრას და მასშტაბის ზრდის საშუალებით გააუმჯობესოს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობა (უზრუნველყოფილი ობლიგაციების ფონდები, ობლიგაციების ფონდები, ა.შ.).

  • არაორგანული ზრდის მოდელები (რეგიონალური/საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად ტრანსფორმაცია ან უცხოურ ლიკვიდურ ბაზრებთან კონსოლიდაცია) და რეგიონალურ დონეზე მასშტაბის ეკონომია შესაძლოა ქმედითი გამოსავალი იყოს მცირე ზომის საფონდო ბირჟებისთვის.

  • ადგილობრივი ბაზრების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რელევანტური ჰეჯირების ინსტრუმენტების/მექანიზმების მხარდაჭერა.

  • პოტენციური ემიტენტებისა და ინვესტორების ფინანსური განათლება გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ამოცანის მხარდაჭერა შესაძლოა განხორციელდეს ვაჭრობადი და შედარებით ურისკო ადგილობრივი ინსტრუმენტების დანერგვით (ბანკის მიერ გამოშვებული სასერტიფიკატო დეპოზიტები, საცალო სამთავრობო ფასიანი ქაღალდები და ა. შ.).


ბმული


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page