top of page

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის - საინვესტიციო ფონდების კანონი

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2020

ანგარიში განიხილავს საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის წარმატებული იმპლემენტაციისათვის საჭირო პირობებს. ის ასევე აანალიზებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და განსაზღვრავს მათ გავლენას, ინტერესს, მოტივაციასა და მნიშვნელობას კანონის იმპლემენტაციაში. ანგარიშში გამომწვევი მიზეზების ანალიზის საშუალებით ჩამოყალიბებულია პირობები და იდენტიფიცირებულია ძირითადი შემზღუდველი ფაქტორები საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის წარმატებული აღსრულებისთვის. ანგარიში ასევე გამოყოფს და ხსნის მოქმედების კონკრეტულ შესაძლებლობებს რამდენიმე საკითხთან მიმართებით, როგორებიცაა საბაზრო და რეგულატორული უნარების გაძლიერება; აქტივების სეკურიტიზაციის რეგულაციის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს შემოსავლის მომტან აქტივებს გარდაიქმნან გადაცვლად ფასიან ქაღალდებად.


ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია ძირითადი მიგნებები:


ძირითადი გამოწვევები კანონის წარმატებული იმპლემენტაციისთვის:

  • კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;

  • საჯარო სექტორში გამორჩეული კანონის „მესაკუთრის“ (owner) არარსებობა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობდა ხელს;

  • საჭიროება, რომ რეგულატორი გახდეს ინდუსტრიის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული.

  • კანონის მეორადი კანონმდებლობა და რეგულატორული სტრუქტურა უნდა იყოს მოქნილი და ინვესტიციებზე ორიენტირებული, რათა გააჩინოს ნდობა ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებში.

  • აუცილებელია ბაზარმა მიაღწიოს საჭირო კრიტიკულ მასას იმისათვის, რომ იყოს წარმატებული.

  • საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც კაპიტალის ბაზრის რეგულატორს, უნდა დაეკისროს კაპიტალის ბაზრის განვითარების პასუხისმგებლობა.

  • კერძო სექტორს სჭირდება უნარების მნიშვნელოვნად გაძლიერება რათა დაბალანსდეს არაპროპორციულად ძლიერი რეგულატორი.


რეფორმის მიზანია ეფექტური საინვესტიციო ფონდების ეკოსისტემის შექმნა, რათა მიიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და ხელი შეუწყოს საქართველოში კაპიტალის შემოდინებას. ამ პროცესისთვის ხელის შესაწყობად, პროგრამას შეუძლია იმოქმედოს როგორც ძალის გამამრავლებელმა, რათა მოაბილიზოს და გაწვრთნას „მეგობრული ძალები“, რომლებიც შემდეგ თავად ჩაუდგებიან საქმეს სათავეში და უზრუნველყოფენ რეფორმის თანმიმდევრულობასა და მდგრადობას. ეს გულისხმობს კერძო სექტორის, როგორც ძირითადი საადვოკაციო ჯგუფის, გაძლიერებას და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სააგენტოთაშორისი რეფორმის პლატფორმის შექმნას კერძო-საჯარო დიალოგისა და პარტნიორობის ხელშესაწყობად, რათა მოხდეს რეფორმის უკეთესი კოორდინირება და შენარჩუნდეს მომენტუმი.


დოკუმენტის გადმოწერა:

PA00XJ7Q
.pdf
Download PDF • 1.57MB

bottom of page