top of page

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება

რეფორმეტრი

2023

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებასთან. სტრატეგიის მიზანია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. სტრატეგიის ხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი 2028 წლისთვის რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად უნდა ჩამოყალიბდეს.


2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ძირითადი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. რეფორმის განხორციელების პროცესში ასევე ჩართულები არიან სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და სსიპ საპენსიო სააგენტო.


კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმას, მეორე შეფასებითი შეხვედრა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგზე დამსწრეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები. დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ დისკუსიაში სტრატეგიის მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.


ბმული


bottom of page