top of page

მსს პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

ეკონომიკური თანამშრომლობისა დსა განვითარების ორგანიზაცია (OECD)

2020

მსს პოლიტიკის ინდექსი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შეიქმნა და ზომავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მსს პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ხარისხს, ასევე მსს პოლიტიკის შესაბამისობას ევროკავშირისა და საერთაშორისო დონის საუკეთესო პრაქტიკებთან. მსს პოლიტიკის ინდექსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე დასაკვირვებლად რეპუტაციული ინსტრუმენტია. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია მსს პოლიტიკის ინდექსის 2020 წლის შედეგები საქართველოსთვის.


მსს პოლიტიკის ინდექსის 2016 წლის შედეგებთან მიმართებით, 2020 წლისთვის საქართველომ გააუმჯობესა მდგომარეობა მსს პოლიტიკის ინდექსის ყველა მდგენელში. გარდა ამისა, ქვეყანა ინდექსის ყოველი მიმართულებისთვის წინ უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. 5 შესაძლო ქულიდან საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასება გაკოტრებისა და მეორე შანსის, ასევე მწვანე ეკონომიკის მიმართულებებში აქვს - შესაბამისად, 3.03 და 3.05 ქულები. ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ შემდეგ კომპონენტებში მიიღო: ნორმები და სტანდარტები (4.56), ბიზნესის განვითარების სამსახურები (4.39), სამეწარმეო პირობები (4.36).


წინსვლისათვის, და იმისათვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან, მსს პოლიტიკის ინდექსის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეეწყოს ყველა ზომის საწარმოსთვის თანაბარი თამაშის პირობების ჩამოყალიბებას, ასევე კონკურენციის შესახებ კანონისა და კონტრაქტების უკეთეს აღსრულებას. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ექსპორტზე ორიენტირებული მსს მხარდაჭერის სქემები, ხარისხიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, რაც გააძლიერებს ქვეყნის ფარგლებში მსს ეკოსისტემას.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page