top of page

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა - მეექვსე ანგარიში

PMC კვლევითი ჯგუფი, ISET კვლევითი ინსტიტუტი

2022

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეექვსე ანგარიში იკვლევს ეკონომიკურ დინამიკას 6 სექტორში (მსუბუქი მრეწველობა, კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმი, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, მყარი ნარჩენების მართვა, გამჭოლი სექტორები).


კვლევის მეთოდოლოგია კომპლექსურია და მოიცავს შესაბამის სექტორში ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ვაჭრობის დინამიკის ანალიზს (ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი); გაყიდვების, ბრუნვის, დასაქმების, ხელფასებისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზს თითოეული სექტორისთვის; ბიზნეს-დემოგრაფიის ანალიზს თითოეული სექტორისთვის. მეორეს მხრივ, კვლევა მოიცავს ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრას, რათა ინდეტიფიცირდეს ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც სექტორებს ხელს უშლის განვითარებაში.


მეექვსე ანალიტიკური ანგარიში აჯამებს აღნიშნულ ექვს სექტორში 2021 წლის მანძილზე გამოვლენილ ტენდენციებს. კვლევის თანახმად, 2021 წელს ტურიზმის სექტორი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან და რეგიონში მიმდინარე ომთან დაკავშირებული არასტაბილურობა აფერხებს სექტორის სრულ აღდგენას. კრეატიული ინდუსტრიების სექტორი განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა პანდემიის მიმართ და მისი აღდგენა შედარებით სუსტად მიმდინარეობს. მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა მსუბუქი მრეწველობისა და მყარი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორები. გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორის ხარისხობრივი კვლევისას გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა: სექტორის წარმომადგენლებს შორის კვალიფიკაციების ნაკლებობა და შესაბამისი ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირე. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდებოდა გამჭოლი სექტორები, მიუხედავად ვარაუდისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება უარყოფით გავლენას მოახდენდა ელექტრონულ კომერციასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.


დოკუმენტის გადმოწერა:


VCA-6th report
.pdf
Download PDF • 1.33MB


bottom of page