top of page

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2021

„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანია პანდემიამდე არსებული დადებითი ტენდენციების აღდგენა და მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება ევროპის მცირე ბიზნესის აქტის ძირითად პრინციპებს, მათ შორის მის უმთავრეს პრინციპს „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First) და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით. მისი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობის პანდემიური კრიზისიდან გამოყვანას და შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.

ამრიგად, აღნიშნული პრინციპით, სტრატეგიის შემუშავების უმთავრესი მიზანია, განსაზღვროს მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში ქვეყნის კონკრეტული ინტერესები, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინების გზით მოარგოს მათ შესაბამისი პოლიტიკა და მისი აღსრულებით უპასუხოს მცირე და საშუალო მეწარმეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებთან. ამასთან, სტრატეგიაში დასახულია სამიზნე მაჩვენებლები 2025 წლისთვის.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page