top of page

საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ზეგავლენის შეფასება

სოფიკო სხირტლაძე, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ბარბაქაძე

2020

ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში 2016 წელს განხორციელებული მიკრო და მცირე საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ეფექტები. გრანტები გაცემული იქნა ქულების მინიჭების სისტემის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ ბიზნეს გეგმებს, რომელთაც დააგროვეს განსაზღვრულ ნიშნულზე მაღალი ქულა, მიენიჭათ სახელმწიფო სუბსიდიები. ავტორები იყენებენ მკვეთრი წყვეტის დიზაინს ამ სახელმწიფო სუბსიდიების ზეგავლენის შესასწავლად საწარმოების დონეზე. პროგრამის დამნერგავი უწყებისგან, აწარმოე საქართველოსგან, მიღებულ მონაცემები გაერთიანდა პროგრამის ბენეფიციარი და არაბენეფიციარი საწარმოების გამოკითხვასთან. ამ უნიკალურმა, გაერთიანებულმა მონაცემთა ბაზამ საშუალება მისცა ნაშრომის ავტორებს შეეფასებინათ სახელმწიფო პროგრამის სოციალური და ეკონომიკური გავლენების ვრცელი სპექტრი. კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ეფექტი საწარმოს მთლიან ინვესტიციაზე პროგრამის პირველ წელს. თუმცა, ეს ეფექტი გაქრა შემდგომ პერიოდში. არ გამოიკვეთა სუბსიდიების რაიმე გავლენა გაყიდვებზე ან დასაქმებაზე, პროგრამის საწყის ეტაპზეც კი. პროგრამას არ ჰქონია სოციალური და ეკონომიკური გავლენები ინდივიდუალურ, მეწარმის დონეზე. მხოლოდ გამოჩნდა, რომ მეწარმეები, რომლებიც იღებენ დახმარებას, ნაკლებად კმაყოფილნი არიან იმ საქმით, რასაც აკეთებენ.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page