top of page

დაფინანსება საქართველოში - მცირე და საშუალო საწარმოები და კერძო სექტორი

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

2019

საყურადღებოა იმ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა, რომლებსაც საბანკო დაფინანსების წყაროებზე წვდომა შეზღუდული აქვთ ბანკების მაღალი კოლატერალური (უზრუნველყოფის) მოთხოვნების, არასაკმარისი საკრედიტო ისტორიის, მათი რისკიანობისა ან არასათანადო ბიზნეს გეგმის წარმოდგენის გამო. ამგვარი ბარიერების არსებობა მდგრადი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბებას საქართველოში აფერხებს.


გასული უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი ისეთი მარეგულირებელი, ადმინიტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერი მოიხსნა, რომლებიც ბიზნესების განვითარებაში შეიძლებოდა ხელის შემშლელი ფაქტორი ყოფილიყო. გარდა ამისა, ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული არაერთი სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა (GITA, აწარმოე საქართველო). თუმცა ქართული მსს სექტორისთვის საბანკო დაფინანსებასა და, ზოგადად, ფინანსებზე წვდომა ისევ პრობლემას წარმოადგენს. სიტუაციას მნიშვნელოვნად ამწვავებს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებისა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების არარსებობა, რის შედეგადაც ბიზნესების ზრდისა და გაფართოვებისთვის მთავარ მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს დანაზოგი და ახლობლების დახმარება წარმოადგენს. განსაკუთრებით პრობლემურია ფირმებისს გრძელვადიანი განვითარებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება.


ბანკების მხრიდან არსებული საკრედიტო-საგარანტიო სქემების ათვისებისა და გამოყენების მაჩვენებელი დაბალია. ამასთან, ქვეყანაში გაცემული სესხების 95% უზრუნველყოფილია, ხოლო უზრუნველყოფით გაცემული სესხების დიდი ნაწილის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება სესხის 100%-ს აჭარბებს. შედეგად, მსს სექტორის წარმომადგნლებისთვის ზრდა და მნიშვნელოვანი გაფართოვება პრობლემას წარმოადგენს.


დოკუმენტის გადმოწერა:

smes_and_private_sector_financing_in_georgia_en
.pdf
Download PDF • 860KB


bottom of page