top of page

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების შეფასება

ბიდიო

2018

ანგარიშში განხილულია 2014 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დაფინანსებული 100 ბენეფიციარი. კვლევა ეყრდნობა ბენეფიციარებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზს და შესაბამისი ბაზრების ზოგად მიმოხილვას. კერძოდ, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდებით გაანალიზებულია ბენეფიციარების შედეგები მიკრო და მაკროეკონომიკურ დონეზე. შეფასებულია ისეთი ძირითადი მაჩვენებლები, როგორებიცაა დამატებული ღირებულება, ბიზნესში განხორციელებული ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, მიღებული ფინანსური კოეფიციენტები, ა.შ.

კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენეფიციარების მიერ პროგრამის ფარგლებში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 164 მილიონი ლარი შეადგინა (მათ შორის 54% არსებული საწარმოების გაფართოების შედეგია). ასევე, ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსების წილი ქვეყნის მთლიანი შიდა ინვესტიციის 0.38%-ს შეადგენდა, რაც 247 მლნ ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართვის შემდეგ ბენეფიციარების თანამშრომელთა წმინდა ზრდამ 3,033 შეადგინა, ბენეფიციარებისგან მობილიზებული გადასახადები კი 42.5 მლნ ლარს გაუტოლდა.


დოკუმენტის გადმოწერა:


5c6bebc46258e-BDO-GEO
.pdf
Download PDF • 6.49MB

bottom of page