top of page

საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების წვდომა მწვანე ფინანსებზე

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

2020

წინამდებარე ანგარიშში მიმოხილულია მსს-ებზე მწვანე სესხების გაცემის გამოცდილება. ანგარიშში საბანკო სექტორის როლისა და შესაძლებლობების, აგრეთვე მწვანე ინვესტიციებისათვის პოლიტიკური გარემოსა და მსს-ბის ფინანსებზე ფართო წვდომის უფრო დეტალური ანალიზის გაკეთებამდე, განხილულია ქვეყანაში მწვანე ინვესტიციების განხორციელების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი. შემდგომ ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოს სამი ბანკის (საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი და პრო კრედიტ ბანკი) გამოცდილება, შეფასებულია წარმატებული მდგრადი ენერგო-სესხების პორტფელის შექმნისათვის ხელშემშლელი ბარიერები და წარმატებისათვის გადამწყვეტი ფაქტორები, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით. ეს ბანკები სრულად შესაბამისია აღნიშნული ანალიზისათვის, რადგან ისინი წარმოადგენენ უმსხვილეს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი გარემოსდაცვითი საკრედიტო ხაზი საქართველოში.


წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უფრო დიდი პროექტის ნაწილს, რომელიც შეისწავლის იმ გარემოებებს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კომერციული ბანკებისთვის შესაძლებელს გახდიდა მხარი დაეჭირათ მწვანე ინვესტიციებისათვის.


ბმული

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page