top of page

პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში

აწარმოე საქართველოში

2022

ანგარიშში წარმოდგენილი ინდიკატორების ანალიზი ეფუძნება პროგრამის 202 ბენეფიციარის გამოკითხვას (მათ შორის 166 - ინდუსტრიული ნაწილიდან, 36 - ექსპორტის მხარდაჭერის ნაწილიდან).

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი მოიცავს ბენეფიციარებისთვის სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს  კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას ფინანსებზე გამარტივებული წვდომის საშუალებით. ამ ნაწილში არსებული პროგრესის შესაფასებლად წარმოდგენილი ანგარიშის ფარგლებში გაანალიზებულია ისეთი გავლენის ინდიკატორები, როგორიცაა ბენეფიციარი კომპანიების კონტრიბუცია მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტის ჯამურ ბრუნვაში, აქტივების ღირებულებაში, სექტორულ ბრუნვაში და ა.შ. დეპარტამენტის დონეზე შეფასდა თანადაფინანსებული სესხებისა და ლიზინგის რაოდენობა, სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსებული თანხის მოცულობა და ა.შ.

 

რაც შეეხება პროგრამის ექსპორტის მხარდაჭერის კომპონენტს, მისი მიზანია ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის რეალიზება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. კომპონენტი აერთიანებს ღონისძიებებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხარჯის თანადაფინანსება და 2. ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების პროდუქციის პლატფორმა TradewithGeorgia.com - ზე გამოქვეყნება. ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულების შესაფასებლად შერჩეულ იქნა ისეთი გავლენის ინდიკატორები, როგორიცაა ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, პროცენტული ცვლილება ბენეფიციარი კომპანიების ექსპორტის მოცულობაში, ბენეფიციარი კომპანიების მიერ ექსპორტის დივერსიფიცირება ბაზრების მიხედვით. ხოლო დეპარტამენტის დონეზე შეფასდა ინდიკატორები: თანადაფინანსებული საერთაშორისო ღონისძიებებისა და გამოფენების რაოდენობა, საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობის თანხის თანადაფინანსების მოცულობა და სხვა.


დოკუმენტის გადმოწერა:



bottom of page