top of page

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2022

აუდიტის ფარგლებში შეფასდა სამი ძირითადი მიმართულება.


პირველ მიმართულებას წარმოადგენდა პროგრამის ორიენტირება მეწარმეთა საჭიროებებზე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად საჭირო იყო „სტარტაპების“ დაფინანსების მექანიზმის განვითარება, მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით ბიზნესების დახმარება და მათი ხელშეწყობა უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ანალიზმა კი აჩვენა, რომ პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. ამას გარდა, ის არ ქმნიდა დამატებითი ხელშეწყობის მექანიზმებს ისეთ დარგებში მოღვაწე კომპანიებისთვის, რომელთათვისაც რთულია საბანკო ფინანსებზე წვდომა.

მეორე მიმართულება პროგრამაში მონაწილე საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების ცვლილების შეფასება იყო. შეფასების ფარგლებში, არ გამოიკვეთა ბენეფიციარი კომპანიების მნიშვნელოვანი უპირატესობა დანარჩენ კომპანიებთან შედარებით, შერჩეული ფინანსური მაჩვენებლების შედარების საფუძველზე.


და ბოლოს, ანგარიშის ფარგლებში შეფასდა სააგენტოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები. პანდემიის საპასუხოდ შეიცვალა პროგრამის რიგი პარამეტრები და პროგრამა მეტად ორიენტირებული გახდა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე. ასევე, განხორციელდა დროებითი დახმარების ღონისძიებები განსაკუთრებით დაზარალებული სექტორებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დროებითი პროგრამების ბენეფიციარებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ძირითად პრობლემად რჩება. ასევე გამოიკვეთა მეწარმეთა დაბალი ინფორმირებულობა სააგენტოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გატარებული პროგრამების შესახებ.


დოკუმენტის გადმოწერა:


მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა - აუდიტის ანგარიში_1
.pdf
Download PDF • 4.43MB


bottom of page