top of page

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონის კვლევა 2021

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი (INFE)

2021

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონის კვლევა OECD/INFE-ს მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით 14 ქვეყაანში, მათ შორის საქართველში ჩატარდა იმ მიზნით, რომ გამოკვეთილიყო ქართველი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონე COVID-19-ის პირობებში ბიზნესებისთვის წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17 ქულიან შკალაზე 10.3 ქულა შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.


კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები 1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით. კვლევის შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონე სამი კომპონენტის - ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულებების - მიხედვით შეფასდა.


ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი საქართველოს შედეგები ასე გადანაწილდა: ფინანსური ცოდნის მაჩვენებელი - 5 შესაძლოდან 3,1 ქულა, ფინანსური ქცევის მაჩვენებელი - 9 შესაძლოდან 5,6 ქულა, ფინანსური დამოკიდებულებების მაჩვენებელი - 3 შესაძლოდან 1,6 ქულა. აღსანიშნავია, რომ სამივე კომპონენტში, და შესაბამისად ფინანსური განათლების საერთო ქულის შემთხვევაში დედაქალაქში არსებულმა ბიზნესებმა რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page