top of page

Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

2021

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:


„სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების მაგალითზე ნათლად ჩანს კოვიდთან დაკავშირებული შესყიდვების მონიტორინგის სირთულე. სააგენტო ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებას მართავს და სისტემაში განთავსებული გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნა ეხება ყველა კომპონენტს. ხელშეკრულებების მოდულში შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ რომელი კომპონენტის ფარგლებშია შესყიდვა განხორციელებული. ამის დადგენა მხოლოდ თითოეული ხელშეკრულების ტექსტის გაცნობით არის შესაძლებელი.


როგორც IDFI წინა კვლევებშიც აღნიშნავდა, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნასა და დადებულ ხელშეკრულებებს შორის კავშირი იკვეთებოდეს. ცხადია, რომ ამისთვის საკმარისი არ არის ველი, რომელშიც ხელშეკრულების ატვირთვისას შემსყიდველმა უნდა მიუთითოს შესაბამისი მოთხოვნის კოდი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს გრაფა შემსყიდველის მიერ უგულებელყოფილია.


ამასთან, როგორც განხილულმა შემთხვევამ აჩვენა, ხშირად სხვადასხვა კომპონენტის მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნასთან აერთიანებენ, თანხმობის მიღების შემდეგ კი გაფორმებული ხელშეკრულებების მოდულში შეუძლებელი ხდება კომპონენტის დადგენა, უშუალოდ ხელშეკრულების გაცნობამდე. იმ ფონზე, რომ სისტემას ჯერ კიდევ არ აქვს ჩაშენებული კოვიდ მოდული ან ამ მიზნით განხორციელებული შესყიდვების ცალკე ძებნის ფუნქცია, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ართულებს მონიტორინგის პროცესს.


მიზანშეწონილია, რომ სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული CMR ხელშეკრულებების გვერდზე SMP კოდის ველის შევსება იყოს სავალდებულო, ამასთან CMR მოდულში ფილტრის ფუნქციაში დაემატოს შესაბამისი SMP კოდით ძებნა, რაც გაცილებით გაამარტივებს გამარტივებული შესყიდვების აუცილებლობის დადგენას თითოეულ შემთხვევაში.“


ბმული

bottom of page