top of page

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია 2018-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2018

ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია მოიცავს რვა თემატურ მიმართულებას:


  1. ბიუჯეტირება - ამ კომპონენტში გამოყოფილი ამოცანებია: საშუალოვადიანი დაგეგმვის ეფექტურობის გაზრდა, ფისკალური დისციპლინის გაძლიერება, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ერთიანი ციკლის ჩამოყალიბება, შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის ეფექტიანობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დანერგვა, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესება.

  2. მთავრობის ვალის მართვა - ამ კომპონენტში გამოყოფილი ამოცანებია: მთავრობის ვალის მართვა ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

  3. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება - ამ კომპონენტში გამოყოფილი ამოცანებია: აღრიცხვა-ანგარიშგების რეფორმა საჯარო სექტორში, ხაზინის ელექტრონული სისტემის (eTreasury) განვითარება, ფულადი სახსრების მართვის რეფორმა.

  4. საგადასახადო და საბაჟო საკითხები - ამ კომპონენტში გამოყოფილი მიმართულებებია: ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფა, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი, საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება, კანონმორჩილების რისკის მართვის სტრუქტურიზირებული მიდგომის დანერგვა, გადასახადის გადამხდელთა ,,საგადასახადო რეესტრის“ შექმნა, ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა.

  5. მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა - ამ კომპონენტში გამოყოფილი ამოცანებია: მაკროეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირება, მაკრო-ფისკალური პროგნოზირების გაუმჯობესება, საგადასახადო შეღავათებით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის რაოდენობრივი შეფასება.

  6. ფისკალური რისკები - ამ კომპონენტში დაგეგმილი აქტივობებია: ეკონომიკური შოკების გავლენის მასშტაბის განსაზღვრა სახელმწიფო საწარმოებზე, ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ქვეშ არსებული საწარმოების ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში დაფარვის მაჩვენებლის ზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარების ქვეშ არსებული საწარმოების ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში დაფარვის მაჩვენებლის ზრდა, პირობითი ვალდებულებების, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის/PPA პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებების აღრიცხვის არსებული პრაქტიკის შენარჩუნება.

  7. სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება - ამ კომპონენტში განსაზღვრული ამოცანებია: ფინანსური მართვისა დაკონტროლის სისტემა, შიდა აუდიტი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შიდა კონტროლის სისტემების განვითარება,

  8. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობა - ამ კომპონენტში განსაზღვრული ამოცანებია: ანგარიშგებების პორტალის ეფექტური ფუნქციონირება, აუდიტორული მომსახურების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.


დოკუმენტის გადმოწერა:

ShowFiles_id=7549d867-7670-4557-b02e-4754e9bfadfa
.pdf
Download PDF • 1.45MB

bottom of page