top of page

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი

საქართველოს მთავრობა

2016

დოკუმენტის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოვება შედგება ხუთი ფაზისაგან:


  1. პირველი (2017 წ.) - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის რევიზია, რათა აღმოიფხვრას არსებული შეუსაბამობა ევროკავშირის ძირითად სტანდარტებთან (არადისკრიმინაციულობა, თანასწორი მოპყრობა, გამჭვირვალობა და პროპორციულობა).

  2. მეორე (2019 წ.) - არსებული კანონის ფუნდამენტური რევიზია, მათ შორის ახალი კონცეფციების დანერგვა - შეეხება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ელემენტებს.

  3. მესამე (2020 წ.) - არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფუნდამენტური გადასინჯვა ახალი კონცეფციების შემოღების ჩათვლით. იგი შედგება სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის დირექტივის ელემენტებისგან.

  4. მეოთხე ფაზა (2021 წ.) ფოკუსირებულია საკანონმდებლო დაახლოებაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის მოთხოვნებთან.

  5. მეხუთე ფაზა (2022 წ.) უნდა დაეთმოს სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა სავალდებულო და არასავალდებულო ელემენტებს.


დოკუმენტში ასევე გაწერილია ხუთი ფაზისაგან შემდგარი ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებისა და ელექტრონული შესყიდვების დანერგვის გეგმები.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page