სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
2021
2020 წელს სახელმწიფო შესყიდვები რამდენიმე საინტერესო ტენდენციით დახასიათდა. მაგალითად, “…გაიზარდა იმ ტენდერების რაოდენობა, რომლებზეც დაიდო ხელშეკრულება და, შესაბამისად, არ შემდგარი, ურყოფითი შედეგით დასრულებული და შეწყვეტილი ტენდერების რაოდენობამ შეადგინა დასრულებული ტენდერების მხოლოდ 26%. წარმატებით დასრულებული ტენდერების მსგავსად, ასევე მნიშვნელოვნად - 2.05-დან - 2.27-მდე გაიზარდა ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტების საშუალო რაოდენობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, 5,332,804,815 ლარიდან - 5,158,143,556 ლარამდე შემცირდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების მცირედი კლება, დიდწილად განაპირობა ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეულმა ეკენომიკური აქტივობების შემცირებამ. აღნიშნული თანხა, 2020 წლის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10.4%-ს შეადგენს.”
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებით, რომელთა საშუალებითაც ეროვნული კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და რეგულაციებს. ასეთი ცვლილება იყო, მაგალითად, 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №6730-რს საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა „...ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი ახალი საბჭო და დადგინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რიგი გადაწყვეტილებების გასაჩივრების ახალი რეგულაციები, დადგა აღნიშნული საბჭოს საქმიანობის მარეგლამენტირებელი აქტის შემუშავების საჭიროება, რაც აგრეთვე განხორციელდა სააგენტოს მიერ.“
დოკუმენტის გადმოწერა: