top of page
უკან დაბრუნება

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის - საგადასახადო დავების გადაწყვეტის რეფორმა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2020

საგადასახადო დავების სისტემის რეფორმირების საჭიროება განპირობებულია დავების გადაწყვეტის არსებული სისტემის უუნარობით, გაუმკლავდეს საგადასახადო საჩივრების არსებულ რაოდენობას ეფექტურად და სამართლიანად. ასევე, არაეფექტური საგადასახადო სახელმძღვანელო სისტემა და დაბალი ხარისხის საგადასახადო აუდიტი ხშირად ხდება არასაჭირო დავების/საჩივრების მიზეზი. კერძო სექტორი მოტივირებული და დაინტერესებულია არსებულ სისტემაში დადებითი ცვლილებებით, რადგან მისი ნაკლოვანებები შესაძლოა მომავალში უარყოფითად აისახოს ნებისმიერ ბიზნესზე.


ძირითადი პირობები, რომლებიც საჭიროა წარმატებული რეფორმის განსახორციელებლად:

  • სრულად ამ საქმეზე ორიენტირებული, კვალიფიცირებული და დამოუკიდებელი დავების გადაწყვეტის ორგანო;

  • ეფექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესები;

  • დავების პროცესის რესტრუქტურიზაცია მეტი ეფექტურობის მისაღწევად.


ძირითადი დაბრკოლებები ზემოთ მოცემული პირობების შესაქმნელად:

  • არსებული საგადასახადო დავების გადაწყვეტის სისტემა არაეფექტურია; სისტემის დაბალი სიმძლავრის გამო კომპლექსური საქმეების გადაწყვეტას ზოგჯერ წლები სჭირდება. შედეგად, გროვდება საქმეები, რაც სისტემის გადატვირთვას იწვევს.

  • საგადასახადო დავების გადაწყვეტის სისტემის გადაწყვეტილებების ხარისხი არაადეკვატურია. ეს მეტწილად საგადასახადო დავების გადამწყვეტი ორგანოების დაბალი კომპეტენციით და დროის უკმარისობით აიხსნება.

  • არაეფექტური საგადასახადო სახელმძღვანელო სისტემა და დაბალხარისხიანი საგადასახადო აუდიტი იწვევს არასაჭირო დავებს, რაც სისტემას ზედმეტ ტვირთად აწვება.

პრიორიტეტული ქმედებები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად:

  • სანდო საგადასახადო დავების გადამწყვეტი ორგანოს შექმნა. პირველ ეტაპზე საჭიროა კარგად ჩამოყალიბებული და დეტალიზებული საგადასახადო დავების გადაწყვეტის კონცეფციის/მოდელის შექმნა. მოსალოდნელია, რომ მოხდება არსებული ორგანიზაციის მნიშვნელოვნად რეფორმირება.

  • ადვილად ხელმისაწვდომი, მუდმივად განახლებადი და ყოვლისმომცველი საგადასახადო სახელმძღვანელო სისტემის შექმნა. იდეალურ შემთხვევაში ის გახდება სანდო საგადასახადო სახელმძღვანელო ყველასთვის (გადასახადების გადამხდელებისთვის, საგადასახადო ავტორიტეტებისთვის, დავების გადამწყვეტი ორგანოებისთვის, სასამართლოებისთვის, და სხვა). ამ ნაბიჯმა უნდა შეამციროს საგადასახადო კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციის ალბათობა და შესაბამისად გაიშვიათდეს არასაჭირო დავების წარმოშობა.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page