top of page
უკან დაბრუნება

საგადასახდო სისტემის შეფასების ანგარიში - საქართველო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

2021

საქართველოს საგადასახადო სისტემა შეფასდა 9 სფეროსა და 32 მიმართულების გამსხვილებული კრიტერიუმის მიხედვით, თითოეული კრიტერიუმის ქულის გამოსათვლელად კი მხედველობაში იქნა მიღებული 55 განზომილება. თითოეული განზომილებისა და კრიტერიუმისათვის ქულების გამოსავლენად გამოიყენეს ოთხქულიანი ABCD შკალა, სადაც “A” აღნიშნავს ფუნქციონირებას, რომელიც აკმაყოფილებს ან აღემატება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ხოლო „D“ აღნიშნავს არაადეკვატურ ფუნქციონირებას.


შეფასების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ზოგადი სურათი:


„2020 წლის თებერვალში ქვეყანაში ამოქმედდა გადასახადის გადამხდელთა ახალი რეესტრი, რომელიც მნიშვნელოვან საყრდენ ინფორმაციას იძლევა ძირითადი ფუნქციების კანონთან შესაბამისობის, რისკების მართვის, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებისა და საგადასახადო დავალიანების მართვისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები განხორციელდა კანონშესაბამისობის რისკის მართვის სფეროში. ინფორმაციის ხელმისაწვდომი გარე და შიდა წყაროები რისკის იდენტიფიკაციისა და შეფასების თანამედროვე პროცესის საფუძველს ქმნიან, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურმა კანონშესაბამისობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება დაიწყო. ახლა საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომ კანონშესაბამისობის რისკის მართვა უკეთ დავუკავშიროთ სტრატეგიულ დაგეგმვასა და საოპერაციო ღონისძიებებს მთელი სამსახურის მასშტაბით, მიღწეული პროგრესისა და შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.“


„...გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები განხორციელდა კანონშესაბამისობის რისკის მართვის სფეროში. ინფორმაციის ხელმისაწვდომი გარე და შიდა წყაროები რისკის იდენტიფიკაციისა და შეფასების თანამედროვე პროცესის საფუძველს ქმნიან, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურმა კანონშესაბამისობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება დაიწყო. ახლა საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, რომ კანონშესაბამისობის რისკის მართვა უკეთ დავუკავშიროთ სტრატეგიულ დაგეგმვასა და საოპერაციო ღონისძიებებს მთელი სამსახურის მასშტაბით, მიღწეული პროგრესისა და შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.


დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების მართვის ახალი პროცესი კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ასახავს, თუმცა თანხების ავტომატური გადახდა ჯერ კიდევ განსახორციელებელია. სხვა ძირითადი პროცესების შემუშავება, როგორიცაა მაგალითად ოპერაციული რისკების მართვა და შიდა აუდიტის ფუნქციის ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. თუმცა შემოსავლების სამსახურმა ამ საკითხების ინიცირება მოახდინა და მათ განვითარებაზე აქტიური მუშაობა დაიწყო.


მოცემულ შეფასებაში გამოვლენილი ბევრი სისუსტის გამოსწორება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი. მაგალითად, ასეთია რისკების მართვისთვის ანგარიშგების პროცესის განხორციელება და დეკლარირების ვალდებულების დარღვევაზე შემდგომი რეაგირების პროცესის შემუშავება. თუმცა, ზოგიერთი სხვა სუსტი მხარეების დასაძლევად შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმის გაგრძელების მტკიცე ნებაა საჭირო.“


დოკუმენტის გადმოწერა:

Georgia_Final_PAR_2020_Georgian
.pdf
Download PDF • 2.41MB

bottom of page