top of page
უკან დაბრუნება

საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA)

2012

დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს საგადასახადო დავების სისტემა. კერძოდ, დაწვრილებითაა განხილული შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლო რგოლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. აგრეთვე, გაანალიზებულია საგადასახადო დავების გადაწყვეტის არსებული საერთაშორისო პრაქტიკა სამ ქვეყანაში - აშშ-ში, დანიასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.


ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია საგადასახადო დავების გადამწყვეტი ალტერნატიული ორგანოს - დამოუკიდებელი სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულად საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვას. დოკუმენტის თანახმად, „...საქართველოში საგადასახადო სასამართლოს ინსტიტუტის შემოღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგადასახადო ორგანოების და გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა: (1) დავის განხილვა განხორციელდება სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე მოსამართლეების მიერ და მიღებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში იქნება ამომწურავად დასაბუთებული, რაც დაარწმუნებს მოდავე მხარეებს გადაწყვეტილების სამართლიანობასა და კანონიერებაში და რიგ შემთხვევებში დაზოგავს მხარეთა დროს ზემდგომ ინსტანციაში საქმის გასაჩივრების საჭიროების არარსებობის შედეგად; (2) სასამართლო დავის განხილვის ორ-ინსტანციანი სტრუქტურა და განხილვის ობიექტური ვადები უზრუნველყოფს საკითხის დროულ გადაწყვეტას, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც გადასახადის გადამხდელთათვის, ისე საგადასახადო ორგანოსათვის; (3) საგადასახადო საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის დანერგვა და მისი განზოგადება იძლევა საშუალებას განიმარტოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული უზუსტობები და აღმოიფხვრას დაურეგულირებელი საკითხები. ასეთი პრაქტიკის შედეგად მცირდება საგადასახადო ორგანოების მხრიდან კანონის არასწორი ინტერპრეტაციით გადასახადების დარიცხვის, ხოლო გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კი კანონის არასწორად გაგების გამო შეცდომის დაშვების ალბათობა.“


დოკუმენტის გადმოწერა:


bottom of page