top of page
უკან დაბრუნება

საგადასახადო დავების ანალიზი

დავით თომაძე, თეიმურაზ ცერცვაძე

2016

კვლევამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2014-2016 წლებში მიღებული ჯამში 500-ზემეტი გადაწყვეტილება. მათში ასახული თემების აქტუალურობისა და სიხშირის მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი თემები, რომლებიც დაექვემდებარა დეტალურ ანალიზს: 1. კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპი; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება; 3. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება; 4. დაქირავებული პირის სარგებლის დაბეგვრა; 5. დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება; 6. საჩივრის განუხილველად დატოვება; 7. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება; 8. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება; 9. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება; 10. უიმედო ვალების გამოქვითვა. დოკუმენტის თანახმად, „ანგარიშში ასახულია შემოსავლების სამსახურისა და დავების საბჭოს მსგავსი და განსხვავებული მიდგომები ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და შემოთავაზებულია რეკომენდაცია არათანმიმდევრულობის შესამცირებლად, კანონის განჭვრეტადობის ასამაღლებლად და მსგავს თემებზე დავების თავიდან ასარიდებლად. თითოეული თემის ანალიზის ბოლოს მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.“


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page