top of page
უკან დაბრუნება

ბიზნესის განწყობა საგადასახადო სისტემის მიმართ საქართველოში

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო

2016

მოცემული კვლევის მიზანი იყო ქართული ბიზნესების დამოკიდებულებებისა და აღქმების შესწავლა ქვეყნის საგადასახადო სისტემის მიმართ. კვლევაში დაფარულია შემდეგი საკითხები: საქართველოს შემოსავლების სამსახურის მუშაობის შეფასება, მათი მომსახურებების გამოყენების დონე, საგადასახადო მეთვალყურეობის პრაქტიკები და შემოსავლების სამსახურისა და ბიზნესების თანამშრომლობის სხვა ძირითადი ასპექტების ანალიზი.


კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიათა უმრავლესობა კმაყოფილი იყო შემოსავლების სამსახურის მუშაობით. კომპანიათა უკმაყოფილების მიზეზები ძირითადად სცდებოდა უშუალოდ შემოსავლების სამსახურის აქტივობებს და ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საგადასახადო კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები გადასახადებს ძირითადად აფასებდნენ როგორც „საშუალოს“ ან „მაღალს“, გამოიკვეთა რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი გადასახადი: საშემოსავლო, დღგ, და იმპორტის გადასახადი. ამას გარდა, გამოიკვეთა საგადასახადო კოდექსისა და ადმინისტრაციის გამარტივების საჭიროება. საგადასახადო ინსპექციის სიხშირითა და ხანგრძლივობით უკმაყოფილება კი შედარებით ნაკლები იყო. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო ინსპექციებს არ ჰქონდათ გამორჩეულად უარყოფითი გავლენა გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობის აქტივობებზე. ინდივიდუალური ბიზნესმენები და, ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ დისკუსიებში.


ანგარიშში საუბარია კომპანიების ნდობაზე საჯარო ინსტიტუტების მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები თანაბრად იყენებენ შემოსავლებს სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტის სერვისსა და სასამართლოს საჩივრის შესატანად. გამოიკვეთა რომ პატარა კომპანიებს საშუალო და დიდ ბიზნესებზე ნაკლებად შეჰქონდათ საჩივრები. ასევე საინტერესოა, რომ რაც უფრო მაღალი იყო ჯარიმა, მით უფრო მოტივირებული იყო ბიზნესი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება. დაბოლოს, გამოიკვეთა, რომ საგადასახადო ავტორიტეტები, განსხვავებით გადასახადის გადამხდელებისგან, თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან და შეეძლოთ გადასახადის გარეშე დაეწყოთ დავა.


დოკუმენტის გადმოწერა:

G4G Technical Deliverable on Tax Perception Survey 2016 track changes
.pdf
Download PDF • 990KB


bottom of page