top of page

წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება: საბოლოო ანგარიში

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2017

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონმდებლობის შეცვლა, რათა დააკმაყოფილოს 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესრულება შეიძლება იყოს საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორისთვის დამახასიათებელი სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა.


არსებულ ვითარებაში, საქართველოს წყლის რესურსების მართვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წყლის რესურსების მდგრად და ეფექტიან მართვას. ქვეყნის წყლის უხვი რესურსებისა და ეკონომიკური განვითარების შეზღუდული დონის წყალობით, ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული წყლის რესურსების მართვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელობა. თუმცა მიმდინარე ტენდენციები (წყალსარგებლობის ზრდა წყლის რესურების მნიშვნელოვანი კარგვის ფონზე, რასაც თან ახლავს წყლის ობიექტების ხარისხის ვარდნა) გვაფიქრებინებს, რომ წყლის ხარისხი და წყლის ხელმისაწვდომობა ახლო მომავალში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება, რომელიც ერთნაირად დიდი პრობლემა იქნება როგორც კომპანიებისთვის, ისე შინამეურნეობებისთვის


აღნიშნული RIA ერთმანეთს ადარებს პოლიტიკის შემდეგ 3 ვარიანტს:

  • ვარიანტი 0: არავითარი ქმედება და ცვლილება;

  • ვარიანტი 1: მონაცემთა გაცვლის ეფექტური მომსახურების არსებობის ფონზე წარდგენილი რეგულაციების სრულად განხორციელება და დონორთა მხარდაჭერა დარჩენილი 2 მდინარის აუზის წყლის რესურსების მართვის გეგმის რეალიზებაში;

  • ვარიანტი 2: მონაცემთა გაცვლის ეფექტური მომსახურების არარსებობის ფონზე წარდგენილი რეგულაციების სრულად განხორციელება და დონორთა მხარდაჭერა დარჩენილი 2 მდინარის აუზის წყლის რესურსების მართვის გეგმის რეალიზებაში.

შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე ვარიანტი არსებითად ცვლის წმინდა დაყვანილ ღირებულებას საბაზისო სცენართან მიმართებაში. RIA-მ გამოავლინა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული თვისობრივი და რაოდენობრივი გავლენა და დაადგინა, რომ რეფორმის დადებითი ზემოქმედება მნიშვნელოვნად გადაწონის უარყოფით ზემოქმედებას. ეს ნიშნავს, რომ რეფორმის განხორციელება გამოიწვევს საზოგადოებრივი რესურსების წმინდა რაოდენობრივ ზრდას.


დოკუმენტის გადმოწერა:


Water-RIA_GEO_Final-Version-Figures
.pdf
Download PDF • 3.74MB

bottom of page