top of page

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის შესაფასებლად: წყლის რესურსების მართვის რეფორმის შეფასება

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2021

საქართველოს წყლის რესურსების მართვის სუსტი კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. წყლის სფეროს მარეგულირებელი ფუნდამენტური კანონი, „კანონი წყლის შესახებ“ არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი და ფრაგმენტულია. კანონი მიღებულია 1997 წელს და წყლის პოლიტიკის მთავარ ამოცანებსა და პრინციპებს განსაზღვრავს. თუმცა, არსებულ კანონი მოძველებულია და მას არ შეუძლია წყლის რესურსების მართვასთან მიმართებით მიმდინარე გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. ამჟამად საქართველოში ჩამდინარე წყლებისა და წყალაღების კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. გარდა ამისა, არ არსებობს მექანიზმები წყლის ეფექტიანი მოხმარების წასახალისებლად და წყლის დაბინძურების აღსაკვეთად. გარდა ამისა, ქვეყანას არ აქვს მექანიზმი წყლის რესურსებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტების დასარეგულირებლად. აქვე, საქართველო და აზერბაიჯანი იზიარებენ ორ წყლის რესურსს - მტკვარსა და ალაზანს. ორი მხარე თანხმდება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. დაბოლოს, ქვეყანას არ გააჩნია წყლის რესურსებთან დაკავშირებული სრულყოფილი მონაცემები, რაც ართულებს წყალთან დაკავშირებული პოლიტიკის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, შეიმუშავა წყლის რესურსების მართვის კანონპროექტი, რათა ხელი შეეწყოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულ საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესს. გარდა ამისა, USAID-მა შეიმუშავა კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რამაც კანონპროექტის სრულყოფას ხელი შეუწყო. სამინისტროს განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად მზად არის.


კანონპროექტი საფუძვლიანად ცვლის წყლის სფეროში არსებულ რეგულირების სტრუქტურას და წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვან, ნოვაციურ მექანიზმს წყლის რესურსების ეფექტიანად მართვის უზრუნველსაყოფად. ის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვისა და წყალსარგებლობის ეკონომიკურ ინსტრუმენტებს. კანონპროექტი წყლის მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს და უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების პრევენციას. გარდა ამისა, კანონპროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მუნიციპალიტეტების როლს და ახალისებს სამთავრობო სტრუქტურების კოორდინაციას წყლის რესურსების მართვის პროცესში. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიხედვით, კანონპროექტით წარმოდგენილ ინსტრუმენტებს გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.


აღნიშნული შეფასების დოკუმენტი მიმოიხილავს შემოთავაზებული კანონპროექტის წარმატებული დანერგვის ისეთ პირობებს, როგორებიცაა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება და წყლის მართვის ხარისხის გაუმჯობესება. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია კანონპროექტის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი როლის მქონე დაინტერესებული მხარეების ანალიზი.


ცენტრალური გამოწვევები:

  • წყალსარგებლობის შესახებ ნათელი რეგულაციური ჩარჩოს არარსებობა

  • მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების არარსებობა

  • წყალთან დაკავშირებული მონაცემების სიმცირე

  • ადამიანური რესურსების ნაკლებობა ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლებების დონეზე

  • ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ნაკლები კოორდინაცია

  • პასუხისმგებლობათა განაწილების ბუნდოვანება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის

  • წყლის რესურსების განაწილებისთვის საჭირო ეკონომიკური ინსტრუმენტების არარსებობა


მთავარი დაინტერესებული მხარეები:

რეფორმის მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მუნიციპალიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტი, რეფორმის განვითარების რამდენიმე კრიტიკული ფაზის განმავლობაში. წყლის რესურსების მართვის რეფორმა ბევრ დაინტერესებულ მხარეზე მოახდენს გავლენას და გაზრდის წყლის მართვის პროცესში სამთავრობო სტრუქტურების როლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეფორმის მთავარი დამნერგავი და კანონპროექტის შემოქმედი უწყებაა. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამას ბევრ დაინტერესებულ მხარესთან ჰქონდა კომუნიკაცია და მათი შეხედულებები წინამდებარი დოკუმენტშია ასახული.


პრიორიტეტული აქტივობები:

დოკუმენტის მომზადებისას იდენტიფიცირდა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული აქტივობები:

  • კანონის მიღება

  • მეორადი კანონმდებლობის შემუშავება

  • მუნიციპალური მთავრობების შესაძლებლობათა გაძლიერება


დოკუმენტის გადმოწერა:


PA00Z2QD
.pdf
Download PDF • 978KB

bottom of page