top of page

საქართველოს კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ (პროექტი)

საქართველოს პარლამენტი

2021

წყლის სფეროში ძირეული გაუმჯობესების მიღწევა მხოლოდ ამ სფეროს მიზანმიმართული და თანმიმდევრული რეფორმირებით არის შესაძლებელი. ამგვარმა რეფორმამ კომპლექსურად უნდა მოიცვას წყლის რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი – სტრატეგიული, სამართლებრივი, ნორმატიულ-ტექნიკური, ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული და ფინანსური. ამასთან, რეფორმა, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, უნდა დაეყრდნოს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც გულისხმობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვას.


წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მიზანს წარმოადგენს გრძელვადიან პერიოდში წყლის რესურსების გაუმჯობესებული და ეფექტური მართვის უზრუნველყოფის გზით:

  • საქართველოს წყლის რესურსების გარემოსდაცვითი ფასეულობებისა და ფუნქციების შენარჩუნება;

  • წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება;

  • უსაფრთხო სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა;

  • წყალდიდობების პრევენცია და მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმის შენარჩუნება.


კანონპროქტის მიხედვით წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

  • წყლის რესურსების მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა;

  • წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა;

  • ხელისუფლების ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წყლის რესურსების ინტეგრირებული დაგეგმვის და მართვის თანამედროვე პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა.


წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპები სრულყოფილად და თანმიმდევრულად ევროკავშირის წყლის კანონმდებლობაში იქნა ასახული. კანონპროექტით სწორედ წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის საკვანძო ნორმებია წარმოდგენილი.


დოკუმენტის გადმოწერა:


285758
.pdf
Download PDF • 449KB

bottom of page